ჩაბარების ვადა:

30 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23537 - ტენდერი თანამშრომელთა კვების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან 1 კალენდრული წლის განამვლობაში თანამშრომელთა კვების მომსახურება.

გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში მონაწილეობისთვის გასათვალისწინებელი პირობები:

  • შესყიდვა მოხდება პერიოდულად 1 კალ. წლის განმავლობაში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროდუქციის და ტრანსპორტირების ღირებულება უნდა იყოს უცვლელი.
  • ანგარიშსწორების პირობა: კალენდრული თვის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის (რომლის ჯამური ოდენობაც განისაზღვრება შესაბამის კალენდრულ თვეში დადასტურებული მიღება-ჩაბარებების აქტების მიხედვით) გადახდა მოხდება არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ქ. თბილისი, იუმაშევის ქუჩა #14-ში.
  • პროდუქციის მიწოდება უნდა მოხდეს დღეში 2-ჯერ, 10:00-ზე და 18:00-ზე. (ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით).
  • პროდუქციის რაოდენობა 10:00-ზე შეადგენს 60 ცალს-18:00-ზე 60 ცალს. კომპანიას უნდა ქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მოწოდების რაოდენობა, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად.
  • შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს განთავსებული ინდივიდუალურად, 1 პერსონისთვის ქაღალდის პაკეტებში.
  • ტენდერში მონაწილე კომპანია რომელიც აკმაყოფილებდეს HACCP-ის სტანდარტებს მიენიჭება უპირატესობა.
  • იმისთვის რომ მოხდეს პრეტენდენტის შემოვაზების განხილვა, კომპანიის მოთხოვნის შემდგომ უნდა მიაწოდოს ნიმუშები თითოეული მენიუსათვის უსასყიდლოდ, არუგვიანეს შეტყობინებიდან 3 კალ. დღის ვადაში.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კლიენტების ჩამონათვალი და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილები.
  • ბიუჯეტი ერთი პროდუქტის სახოებაზე შეადგენს მაქსიმუმ 5.00 ლარს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული
  • საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია(სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია

საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: +995 591 967 410
E-mail: giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

საკონტაქტო პირი: თამთა რურუა
ტელეფონი: +995 551 042 978
E-mail: tamta.rurua@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება