ჩაბარების ვადა:

5 სექტემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23542 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის #1 და #2 წისქვილების ფილტრების ავარიული შენობის გამაგრებაზე, კედლების დაფარვასა და სახურავზე რბილი გადახურვის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის #1 და #2 წისქვილების ფილტრების ავარიული შენობის გამაგრებაზე, კედლების დაფარვასა და სახურავზე რბილი გადახურვის მოწყობაზე.

ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს  კასპის ცემენტის #1 და #2 წისქვილების ფილტრების ავარიული შენობა ნაგებობების რკინაბეტონის კონსტრუქციის გამაგრების სამუშაოები (დეტალური პროექტის მიხედვით), ამ ნაგებობის კედლების დაფარვა ლითონის პროფილირებული ფურცლით და სახურავზე რბილი გადახურვის მოწყობა.

CM1 CM2 ცემენტის წისქვილების ფილტრების არსებული შენობა-ნაგებობა აგებულია წინა საუკუნის სამოციან წლებში. ნაგებობები გეგმაში მართკუთხა მოხაზულობისაა, ზომებით ღერძებში lxb=12x10,5 მ. კონსტრუქციულად შენობა ჩარჩოვანია, ჩარჩოს სვეტების განივკვეთებია bxh=50x50 და bxh=50x60 სმ. გადახურვებად გამოყენებულია მონოლითური რკინაბეტონის წიბოვანი (რიგელიანი) ფილები. რიგელების განივი კვეთებია bxh=30x50 და bxh=30x40 სმ. გადახურვის მონოლითური რკინაბეტონის ფილის სისქე h=15 სმ.

ნაგებობას აღენიშნება დაზიანებები, რომლებზეც სხვადასხვა დროს საექსპერტო შეფასებებიცაა დაწერილი. რისკების აღმოფხვრის მიზნით, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ხემძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნაგებობების რეკონსტრუქციაზე, რაც თავისთავად მოიცავს: 

  • ძველი ბლოკის კედლების დემონტაჟს
  • შენობის სახურავის განთავისუფლებას ნადები მტვრიდან
  • შენობის რკინაბეტონის კონსტრუქციის გამაგრებას
  • შენობის კედლების დაფარვას ლითონის პროფილირებული ფურცელით
  • სახურავზე რბილი გადახურვის მოწყობას

ამ სამუშაოებიდან ბოლო სამი სამუშაო (გ, დ, ე) წარმოადგენს ამ ფასთა გამოკითხვის საგანს.

რკინაბეტონის სტრუქტურის გამაგრების პროექტი თან ერთვის აღნიშნულ დოკუმენტს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • შენობის რკინაბეტონის კონსტრუქციის გამაგრება, თანდართული დეტალური პროექტის მიხედვით
  • შენობის კედლების დაფარვას ლითონის პროფილირებული ფურცელით 0,6მმ სისქის.
  • სახურავზე რბილი გადახურვის მოწყობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ შემოგვთავაზოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
გადახდის პირობები:
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. 

თანდართული დოკუმენტები:

  • შენობის რკინაბეტონის კონსტრუქციის გამაგრების დეტალური პროექტი
  • სამუშაოების სავარაუდო მოცულობები
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.
  • კომპანიის შიდა სტანდაარტები და კრიტერიუმების პროექტირებაზე

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 05.09.2024– 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე: HeidelbergCement Georgia Ltd, 21 ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160 თბილისი, საქართველო.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@cement.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 509705
irakli.sadunishvili@cement.com  

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები