ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23579 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 29 აგვისტო, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ემერჯენსი სერვისი“ წარმოადგენს სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს , რომელიც ფუნქციონირებს თბილისსა და საქართველოს რაიონებში.

გაცნობებთ, რომ სს „ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სპეციალური ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებს  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის  პირობები:

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტია სს „ემერჯენსი სერვისი“-ის ავტოპარკში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა (თბილისსა და რეგიონებში), შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

დასაზღვევი / რაოდენობა 28 ერთეული  
პოლისის გააქტიურების თარიღი მითითებულია ექსელის ფაილში
ხელშეკრულების ვადა 1 წელი
სადაზღვევო რისკები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა --------- ამერიკული დოლარი
- მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა
- სტიქიური უბედურებები (სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა)
ფრანშიზა 0% ყველა შემთხვევაში ( განვიხილავთ სხვა შეთავაზებებსაც)
უფლებამოსილი მძღოლი დამზღვევის ნებისმიერი თანამშრომელი ან/და სხვა ნებისმიერი პირი, არანაკლებ 21 წლისა, რომელსაც გააჩნია მართვისუფლებამოსილება, მინიჭებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად


დამატებითი მოთხოვნები გამონაკლისები:

1. მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევები და ასევე:

  • ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევა დამზღვევის (მძღოლის) ბრალეულობით გამოწვეული მათ შორის და არა მხოლოდ 
    - შუქნიშნის წითელ მაშუქ სიგნალზე გავლა;
    - სიჩქარის გადაჭარბება;
    - ღერძულა ხაზის ნებისმიერი ფორმით გადაკვეთა (მათ შორის და არა მხოლოდ ორი საბურავით, ოთხი საბურავით გადაკვეთა)
    - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის ან/და სხვა ნებისმიერი მომწესრიგებელი ნორმის/ბრძანების და სხვა დარღვევით გამოწვეული შემთხვევის დროს დამდგარი ზიანი.
    - მხარეები თანხმდებიან, რომ მოცემული ჩანაწერი არ მოქმედებს შემთხვევებზე თუ მძღოლს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ დაუდგინდა დაშვებულ ნორმაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეტი ალკოჰოლური/ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალე.
    - სასწრაფოს მძღოლის ბრალეულობამ არ უნდა შეზღუდოს კომპანიისთვის დამდგარიზარალის ანაზღაურება. (გარდა სიმთვრალე და ნარკოტიკული ზემოქმედების შემთხვევისა)

2. მხარეთა ურთიერთობა შემთხვევის დადგომისას, დამზღვევს უფლება აქვს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი დატოვოს შეტყობინების გაკეთების გარეშე სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას (დამზღვევი ვალდებულია სამედიცინო საქმიანობის დასრულების შემდგომ დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე ან/და გააკეთოს შესაბამისი წესით შეტყობინება);
  • არ განაცხადოს შემთხვევის ფაქტზე კომპეტენტურ ორგანოში (საპატრულო პოლიცია) თუ ზარალის სავარაუდო ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს და ასევე მესამე პირის არ არსებობის შემთხვევაში.
  • თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, სასწრაფო მანქანით გადაყავთ მძიმე პაციენტი, უფლება ქონდეთ დატოვონ ადგილი, სადაც დაფიქსირდა შემთხვევა, მიიყვანონ პაციენტი დანიშნულების ადგილზე და შემდეგ დაბრუნდეს უკან. (პაციენტის გადაყვანას დავადასტურებთ სამედიცინო ბარათის ქსეროასლის წარდგენით სადაც აღნიშნულია ავტომანქანის ტრაექტორია და მოძრაობის დროები)

3. ევაკუატორის მომსახურებას (ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკების შედეგად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დაზიანებისას, როდესაც საკუთარი სვლით ვერ გადაადგილდება, მზღვეველი აანაზღაურებს შემთხვევის ადგილიდან საქართველოს მასშტაბით ევაკუატორის მომსახურების ხარჯებს (მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4.5 ტონას);

4. მხარეები თანხმდებიან, რომ პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის გადახდის დარღვევად ჩაითვლება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის შემდგომი გადაცილება. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 აგვისტო, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
gkostanishvili@clinics.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 აგვისტო 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა