3 სექტემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T23606 - ტენდერი 2 ზომის ბუნებრივი გრანიტის ქვის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 2 ზომის ბუნებრივი გრანიტის ქვა შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 1 | 600 |
ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 2 | 600 |
მახასიათებელი:
ეკოლოგიურად სუფთა |
სიხისტე: 6-7 ერთეული |
სიმკვირივე: 3.17 გ/სმ3 |
დნობის ტემპერეტაურა: 700 ცელსიუსი |
წყლის შეწოვა: 0.2% |
დასახელება | ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 1 |
სიგრძე | 18სმმ |
სიგანე | 29სმმ |
სისქე | 13მმ |
დასახელება | ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 2 |
სიგრძე | 9სმმ |
სიგანე | 16სმმ |
სისქე | 13მმ |
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად - 2024 წლის სექტემბერში
მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.
ანაზღაურება:
მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება/დასაწყობება; (მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10) - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 3 სექტემბერი 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი