ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T23625 - ტენდერი მაღაზიის სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების განხორციელებაზე საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებით

თხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, დაემატა დოკუმენტი: Project Alta Samgori 29 08 2024

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს: მაღაზიის სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების განხორციელება საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებით.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 16 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge

კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.

ალტა უკვე 27 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შეთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

  • მისამართი: ქალაქი თბილისი , მოსკოვის გამზირი 2, სამგორი მოლი.
  • ტერიტორიის საკადასტრო კოდია: 01.17.12.002.037;
  • მონაწილემ უნდა მოახდინოს საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომერციული წინადადება:
    - მონაწილემ უნდა მოამზადოს ხარჯთაღრიცხვის ფაილები რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის სრულ ღირებულებას;
    - კომპანია იტოვებს უფლებას, რომ აღნიშნული პროექტის განფასება მოითხოვოს დეტალური BOQ -ს სახით.
    - პროექტის შესრულების გრაფიკი (Microsoft Project & PDF ვერსია);
  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამკონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი)
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:

ლოტი N1:

  • დაწყება - 2024 წლის 23 სექტემბერი;
  • სამუშაოების შესრულების ვადა არის 1,5 თვე (45 კალენდარული დღე).

შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაბარდეს ეტაპებად (თუმცა მიმდინარეობა იქნება პარალელური):

  • სარემონტო ნაწილი;
  • ელექტრული ნაწილი;
  • სუსტი დენების ნაწილი;
  • წყალმომარაგება-კანალიზაცია და სანიაღვრე/წყალარინების ნაწილი;
  • სახანძრო წყალსადენის ნაწილი;
  • გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის ნაწილი;
  • სხვა სამუშაოები. 

გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზეwww.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge- პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა2024 წლის 10 სექტემბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: 
t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
 

ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი
საკონტაქტო პირი: ნინო ფრანგიშვილი
ელ.ფოსტა: n.prangishvili@alta.ge
ტელ: +995 599 03 57 02

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 აგვისტო 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა