ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23638 - ტენდერი 6კვ ელექტრო უჯრედების რეაბილიტაციაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის 3 ლოკაციაზე არსებული ობიექტებში 6 KV უჯრედის რეაბილიტაციაზე 

ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა- იხილეთ მიმაგრებულ ტექნიკურ დავალებაში (დანართი N1)

სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება კონტრაქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3  თვის განმავლობაში, შემსრულებელმა კომპანიამ სამივე ობიექტზე უნდა იმუშაოს ერთდროულად.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 მილიონი ლარის ოდენობით,  მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 500 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

  • შესრულებული სამუშაოზე საგარანტიო ვადა შეადგენს 2  წელს სამუშაოების დასრულებიდან.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
  • სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები/მოწყობილობები უნდ იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან. 
  • საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში პრეტენდენტმა ბანკს უნდა წარმოუდგინოს  შესაბამისი თანხის საავანსო საბანკო გარანტია.
  • ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5% დან 10%-მდე.
  • ბანკი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს  ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ  გაცემული შესაბამისი დასკვნა.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებელების დოკუმენტი
  • კომერციული შემოთავაზება ინვოისის სახით
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
  • გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 

შეფასება:

ბანკის მხრიდან გამარჯვებულის გამოსავლენად კომერციულ და ტექნიკური ნაწილთან ერთად გათვალისწინებული იქნება კომპანიის ანალოგიური გამოცდილება

შენიშვნა: 

„ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.  

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 სექტემბერი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
+995 551 46 20 03

ტექნიკურ საკითხებე დაუკავშირდით:
 

გიორგი სხილაძე
577 102 917 
 

ტენდერის კატეგორია:

  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება