ჩაბარების ვადა:

6 სექტემბერი 2024, 11:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23646 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებული მოძრავი/უძრავი ქონების რეალიზაციის მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 სექტემბერი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ აცხადებს ტენდერს საკუთრებაში არსებული მოძრავი/უძრავი ქონების რეალიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.

სახელშეკრულებო ვადა - არსებული ქონების სრულად რეალიზაციამდე, თუ მხარეები სხვანაირად არ შეთანხმდებიან.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2; 
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს %-ში, რომელიც უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად რეალიზებული ქონების შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე:
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ(ებ)თან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით; 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს შემყიდველს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. შემყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

სარეალიზაციო აქტივების სია, კატეგორიების მიხედვით იხ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

  სააუქციონო ფასი
მოძრავი ქონება 1,594,600
უძრავი ქონება 920,000
მეორადი აპარატ/დანადგარები 69,700
სასაწყობე კონტეინერი 4,400
ავეჯი 70,000
ჯამი 2,658,700


სია შესაძლოა მცირედით
დაკორექტირდეს, არამატერიალურად.

გამარჯვებულის გამოვლენამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

1.1. მომსახურების პირობები: 

  • შემსყიდველი უზრუნველყოფს დეტალურად აღწერილი და შეფასებული ქონების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისთვის მიწოდებას. დეტალური ინფორმაცია აქტივების შესახებ გაზიარდება პირველ ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან, ელ. ფოსტის მეშვეობით;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქონების თავის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, განთავსება და მოვლა/პატრონობა/მეთვალყურეობა მის რეალიზაციამდე;
  • იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება რომ გადაცემული ქონება არ არის აღწერილი/შეფასებული, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი აღწერა და შეფასება;
  • აღწერილი და შეფასებული ქონების შესახებ ინფორმაცია (მ.შ. საბაზრო ღირებულება) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან;
  • ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ გაწეულ ხარჯებს, როგორიცაა ქონების ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში აღწერა და შეფასება, ანაზღაურებს შემსყიდველი;
  • მიმწოდებლის ტერიტორიაზე სარეალიზაციო ქონების განთავსების, მოვლა / პატრონობა / მეთვალყურეობის ხარჯები, შეყვანილი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ წინადადებაში - %-ში.

1.2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 5 წელი;
  • შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს პრეტენდენტისგან ბოლო 2 წლის განმავლობაში გაყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტები და კომპანიის პორტფელი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • ქონების რეალიზება უნდა განხორციელდეს შემდეგი არხებით:
    - აუქციონის საშუალებით, ელ. პლატფორმის https://www.eauction.ge/  მეშვეობით;
    - სხვა ონლაინ/ოფლაინ ღია/საჯარო არხებით;
  • eAuction პლატფორმის მეშვეობით, გამოცხადებული აუქციონის ჩავარდნის/არ შედგომის შემთხვევაში, სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება უნდა განისაზღვროს შემსყიდველის მიერ, თავდაპირველ საბაზრო ღირებულებას - X % ოდენობით;
  • შემსყიდველის გადაწყვეტილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუვნელყოს კონკრეტული ქონების ჯართად რეალიზაცია, რა დროსაც მიმწოდებელი უზრუნველყოს 1 კგ-ის ფასის შეფასებას;
  • მოძრავ და უძრავ ქონებაზე რომელსაც სჭირდება გადაფორმება/მესაკუთრეზე რეგისტრაცია, თანხებს იხდის მყიდველი.

1.3. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ . დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში):
- ფინანსური წინადადება - დანართი N1

  • რომელშიც მითითებული უნდა იყოს რეალიზებული ქონებიდან მისაღები %-ის ოდენობა, რომელიც უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • დანართ N1-ში პრეტენდენტმა აგრეთვე უნდა მიუთითოს კომპანიის გამოცდილება წლებში.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად რეალიზებული ქონების შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე:
    - ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2.

 ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. 

1.4. შეფასების კრიტერიუმები: 

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 80%
  • კომპანიის გამოცდილება 20%

შემსყიდველი უფლებამოსილია ტენდერში შეარჩიოს ერთზე მეტი გამარჯვებული; 

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 სექტემბერი, 11:00 საათი;
  • შეთავაზების თანხაში გთხოვთ მიუთითოთ რეალიზებული ქონებიდან მისაღები %-ის ოდენობა (გადასახადების ჩათვლით) ციფრობრივად.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთევან მელქაძე
k.melkadze@leasing.ge
+995 595 530 125 

ტენდერის კატეგორია:

  • 66100000 საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები
  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 სექტემბერი 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა