ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23647 - ტენდერი გარდაბნის გამწმენდი ნაგებობობის ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და სხვა დაკავშირებული გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 6 სექტემბერი 2024 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313)  აცხადებს ელექტრონულ ტენდერს: გარდაბნის გამწმენდი ნაგებობობის ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და სხვა დაკავშირებული გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით

განსკუთრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქვემოთ მოცემული ანგარიშების წარმოდგენა ქართულ ენაზე:

  • სკოპინგის ანგარიში
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი დოკუმენტები, როგორიცაა:
    - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების პროექტი
    - ზედაპირული წყლის ობიექტში ზღვრულად დასაშვები ჩაშვების დოკუმენტი (ზდჩ)
    - ზურმუხტზე ზემოქმედების შეფასება (ზზშ) - გარემოს ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში * 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება): 

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობობის ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და სხვა დაკავშირებული გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით ტექნიკური დავალება თან ერთვის ტენდერის დოკუმენტაციას დანართი N1-ის სახით.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი, 

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

სკოპინგის ანგარიშის წინასწარული ვერსია შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს ა.წ 5 ნოემბრისა, ხოლო საბოლოო ვერსია წარუდგინოს  არაუგვიანეს ა.წ. 20 ნოემბერისა.

გზშ-ს ანგარიშის (დაკავშირებულ დოკუმენტებთანნ ერთად) წინასწარული ვერსიის დამკვეთზე წარდგენის ვადა განისაზღვრება სკოპინგის დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადა, სკოპინგის დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა.

შენიშნვა: მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის გზშ-ს ანგარიშის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ნებისიერი დახარვეზებისა და ანგარიშის კორექტირება უნფა მოხდეს მომწოდებლის მხრიდან.  

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6  პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N2 - მომსახურების ტიპების შესაბამისი განფასება, რომელიც ჩაშლილი უნდა იყოს ტიპების სახით.
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში.
  • ანალოგიური ტიპის მომსახურების გამოცდილება და შესაბამისი რეკომენდაციები;

1.7 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი და/ან ნაწილობრივიხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

1.8 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 სექტემბერი, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 599 192500

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით 
საკონტაქტო პირი: ბექა ჩიხრაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: bchikhradze@gwp.ge
ტელ.: +995 555 456803

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 სექტემბერი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა