9 სექტემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T23658 - ტენდერი მონოლითური პოლიკარბონატის მასალის დეტალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მონოლითური პოლიკარბოტანის მასალის დეტალის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
მონოლითური პოლიკარბონატი - დაბურული | 3900 |
მახასიათებლები:
- ნახაზი - იხილეთ დანართი 4 (მოცემულია 2 ნახაზი, შესყიდვა მოხდება 1950 ცალი I ვარიანტი, 1950 ცალი II ვარიანტი)
- სისქე 4 მმ;
- ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქტის მოწოდება, დასაწყობება;
- გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 15 ეტაპად - 2024-2025 წლებში
- 2024 ოქტომბერი - 300 ცალი
- 2024 ნოემბერი - 300 ცალი
- 2024 დეკემბერი - 300 ცალი
- 2025 იანვარი - 250 ცალი
- 2025 თებერვალი - 250 ცალი
- 2025 მარტი - 250 ცალი
- 2025 აპრილი - 250 ცალი
- 2025 მაისი - 250 ცალი
- 2025 ივნისი - 250 ცალი
- 2025 ივლისი - 250 ცალი
- 2025 აგვისტო - 250 ცალი
- 2025 სექტემბერი - 250 ცალი
- 2025 ოქტომბერი - 250 ცალი
- 2025 ნოემბერი - 250 ცალი
- 2025 დეკემბერი - 250 ცალი
მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
ანაზღაურება:
თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 სექტემბერი 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები