ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23710 - ტენდერი დიზელ-გენერატორის შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

 სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორის შესყიდვა/მონტაჟზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

 შესყიდვის ობიექტი : 

1) 1 ცალი 12-15 კვტ.გენერატორი ( არაუმეტეს 120*90*70) 380V

გენერატორის მახასიათებები : 

  • მდგომარეობა: ახალი;
  • სიმძლავრე: 12-15 KVA

რაოდენობა: 1 ცალი

  • ძრავის ტიპი - დიზელი;
  • საწვავის ავზის მოცულობა - მინ : 120 ლტ;
  • AVR ცალკე, არ უნდა იყოს გენერატორში ჩამონტაჟებული (ავტომატური ბლოკი სათადარიგო ჩართვისთვის)
  • გენერატორის ტიპი - სტაციონარული, ხმის დამხშობი კაბინით, გარე დადგმულობის.
  •   მოთხოვნილი მინ.საგარანტიო ვადა : 2 წელი;
  • დაქოქვის ტიპი - ავტომატური 

 2) 1 ცალი 30 კვტ.გენერატორი 380V

გენერატორის მახასიათებები :

  • მდგომარეობა - ახალი;
  • სიმძლავრე 30  KVA

 რაოდენობა - 1 ცალი

  •  ძრავის ტიპი - დიზელი;
  •  საწვავის ავზის მოცულობა - მინ : 120 ლტ;
  • AVR ცალკე, არ უნდა იყოს გენერატორში ჩამონტაჟებული (ავტომატური ბლოკი სათადარიგო ჩართვისთვის) გენერატორის ტიპი - სტაციონარული, ხმის დამხშობი კაბინით, გარე დადგმულობის.
  • მოთხოვნილი მინ.საგარანტიო ვადა : 2 წელი;
  •  დაქოქვის ტიპი - ავტომატური

ტენდერის პირობები:

  • ტენდერი ცხადება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები;
  • გენერატორის მიწოდება/მონტაჟი უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნიდან რეგიონების მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში;
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ დანართ N3-ში მითითებულ მისამართებზე;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების/მონტაჟის ხარჯები საქართველოს მაშტაბით.
  •  ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით

 აუცილებელი მოთხოვნები:

  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა  დანართი N 1;
  •  წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასყიდი ობიექტის აღწერილობა, ტექნიკური  დახასიათება და საგარანტიო პირობები;
  • პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;
  •  კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
  •  ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

 გამარჯვებულის გამოვლენა

გამარჯვებულის გამოვლენა სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;

პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;

საგარანტიო პირობები;

მოწოდების ვადები;

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

 თანდართული დოკუმენტაცია :

  • დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
  • დანართი N2 - ფასების ცხრილი;
  • დანართი N3 - სერვის ცენტრების მისამართები.

 შემოთავაზებების მიღების წესი

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 10 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2.

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:

  • ტენდერის სახელწოდება;
  • კომპანიის სახელწოდება;
  •  საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).

 ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული        ფორმით 11 სექტემბერს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი - შალვა ლეჟავა ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი - ელენე მუსხელიშვილი 577372939

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი