ჩაბარების ვადა:
13 სექტემბერი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23712 - ტენდერი 200 KVA დიზელ-გენერატორის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს Super Silent დიზელ-გენერატორის მოწოდებასა და მონტაჟზე.
დანართი N1:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.
- ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურისს შესაბამისად.
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა. სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
დანართი N2:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;
დანართი N3:
- დანართი N3-ში მოცემულია მინიმალური სპეციფიკაციები და მოთხოვნები რაც უნდა იყოს გათვალისწინებული სატენდერო წინადადების მომზადებისას.
- სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
- დანართ N3-ში ასევე მოცემულია თანმდევი მომსახურების აღწერა საგარანტიო პერიოდში.
სატენდერო მოთხოვნები
- მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 კვირის ვადაში
- მიწოდების ადგილი: თბილისი: წერეთლის 87 ბ
- ტესტირება: სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს საქარხნო შემოწმების აქტი, ასევე შესაძლოა ბანკის მხრიდან მოთხოვნილ იქნეს მოხდეს გენერატორის საქართველოში ტესტირებაც.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- გარანტია: 2 წელი;
- გამოცდილება: პრეტენდენტს, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში გაყიდული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 1 ცალი 200 კვა-დან ზემოთ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება, ან შესაბამისი NAT, SPA, CMR ნომერი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
შეფასება:
ბანკის მხრიდან შეფასება გაკეთდება კომერციული და ტექნიკური ნაწილის გათვალისწინებით.
პრეტენდნეტს უფლება აქვს წარმოადგინოს ორი ან მეტი წინადადება
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 სექტემბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი
ბექა მუმლაძე
ტელ: +995 551 46 20 03
b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები