ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T23738 - ტენდერი #05/09-GIEC-P/UNIFORM-24 ზამთრის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს  #05/09-GIEC-P/UNIFORM-24 ზამთრის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოსავლენად. 

მოთხოვნილი რაოდენობა:

  • დათბილული სამუშაო ქურთუკი (ზამთრის) - 611 ცალი;
  • სამუშაო შარვალი - 174 ცალი;
  • სპეც. ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზამთრის) – 174 ცალი;
  • დაცვის დათბილული ქურთუკი (Security-ის წარწერით) – 4 ცალი;

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

ლოტი 1  

  • სპეც. ტანსაცმლი - დანართი N1;
  • ზომების დაზუსტების ცხრილი - დანართი №2

(სავალდებულოა რომ ორივე დანართი შეავსოთ, კომპანიის ბეჭდით დაამოწმოთ და წარმოგვიდგინოთ კომერციულ წინადადებასთან ერთად).

 ლოტი 2

  • სპეც. ფეხსაცმლი - დანართი N3;
  • ზომების დაზუსტების ცხრილი - დანართი 4

(სავალდებულოა რომ ორივე დანართი შეავსოთ, კომპანიის ბეჭდით დაამოწმოთ და წარმოგვიდგინოთ კომერციულ წინადადებასთან ერთად)

ასევე იხილეთ შემდეგი დამხმარე ფაილები:

  • შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-1.pdf;
  • შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design.pdf;
  • შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-2.pdf;
  • შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design-1.pdf;
  • ბრენდირებისათვის საჭირო ლოგოტიპები გთხოვთ იხილოთ ფაილებში GIEC_logo.pdf და Mtkvary_logo.pdf.

შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად (სპეც. ტანსაცმილს და სპეც. ფეხსაცმლის მოწოდების ბოლო ვადა არის არა უგვიანეს 2024 წლის 21 ოქტომბერი); 

შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება და მიწოდების მისამართი: 

1. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. 2;

2. შპს „მტკვარი ენერჯი“

მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები: 

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1 და N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
  • ზომების დაზუსტების ცხრილები, შევსებული და კომპანიის ბეჭდით დადასტურებული: დანართი №2 და დანართი №4;
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
  • კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას + / - 20%-ს ოდენობით;
  • პროდუქციის ნიმუების წარმოდგენა სავალდებულოა!!!
  • წინადადების წარმოდგენა მხოლოდ ერთ ლოტზეც შესაძლებელია.

    შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ფასით მარკირება იკრძალება !!!
  • აუცილებელია შესაბამისობის სერტიფიკატებისა ან/და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) ან/და ფეხსაცმლის სახეობის შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკოგარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  •  ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო პირი. 

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედანაუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი - # 05/09-GIEC-P/UNIFORM-24  და ლოტის მითითებით: სპეც ტანსაცმელი ან სპეც. ფეხსაცმელი.
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 20 სექტემბერი, 17:00 საათი

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ნუცა ფუტკარაძე
საკონტაქტო ნომერი: 577 320215
ელ. ფოსტა: nputkaradze@gig.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები