16 სექტემბერი 2024, 23:59
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23741 - ტენდერი გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟისა და დანადგარების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟისა და დანადგარების შესყიდვის შესახებ.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- სამუშაოების აღწერილობა (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში
დავალებათა აღწერილობა:
სამუშოს აღწერა მოცემულია დანართი N1-ში, შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;
სატენდერო მოთხოვნები:
- სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს VRV (მაცივარ აგენტთან მიმართებაში) დანადგარებზე მომუშავეთანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- პრეტენდენტებმა - “ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების ბრენდი, მოდელი, შესაბამისი მუშა დიაგრამები და საკატალოგო ინფორმაცია, მანუალები მიუთითონ და გამოაგზავნონ მეილზე tenders@gc.ge) (არსებობის შემთხვევაში), ასევე მწარმოებელი კომპანია და მწარმოებელი ქვეყანა;
- წარდგენილი ყველა აპარატურა და მათი ენერგოეფექტურობის კოეფიციენტები, თავსებადი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
შესრულებული სამუშაოს გარანტია:
- საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 3 წელი.
- საგარანტიოს წარმოშობის შემთხბებაში, შეტყობიებიდან არაუმეტეს ერთი დღის გარანტორმა უნდა მოახდინოს საკითხის შესწავლა, ობიექტზე ვიზიტი, საკითხის შესწავლა და დეფექტური აქტის წარდგენა.
- 5 დღეში (ან ლოგიკურ ვადაში რაც იგულისხმება სათადარიგო ნაწილის შეკვეთა/ საზღვარგარეთიდან ჩამოტანა) უნდა მოახდინოს საკითხის მოგვარება.
- გარანტორმა წინასწარ უნდა მოახდინოს ობიექტის შესწავლა/გადმობარება და დაადასტუროს რომ ობიექტზე არსებული კომპონენტი (ელექტროობა და ა.შ. აგრეგატები, მასალა თუ სისტემა ) არის თავსებადია მის სისტემებთან.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
დამატებითი პირობები!
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შეასრულოს სარემონტო სამუშოების შემდგომ ფართის დალაგება/დასუფთავება.
პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს წარმოდგენილ სპეციფიკაციებს ხარჯის შედგენისას
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტს, ასევე არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე სახის დავალიანება და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და ფართო მასშტაბიანი, ღია ჭერში შესრულებული სამუშაოების მინიმუმ 3 ობიექტის ხელშეკრულება (მისამართი) წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება დამიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 1: სამუშაოების აღწერილობა;
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი 3: ფასების ცხრილი;
- დანართი 4: განმართებითი ბარათი;
- დანართი 5: მასალათა ჩამონათვალი
დამატებით მოცემულია გათბობა-გაგრილება, კონდიცირების გეგმები შემდეგ ბმულზე:
ლინკი: https://share.georgiancard.ge/s/tN5R7Cpp3pP67fj
პაროლი: 9\Z0Yvpj?^
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 16 სექტემბერი, 23:59 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
577331197
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები