13 სექტემბერი 2024, 11:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23762 - ტენდერი ავტომობილებისა და მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს ბანკის მფლობელობაში არსებული ავტომობილის და ავტომობილის მართვისას მესამე პირთა მიმართ წარმოშობილი პასუხისმგებლობის სადაზღვევო პოლისის შესყიდვასთან დაკავშირებით.
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
ტენდერი ცხადდება 1 კონვერტის პრინციპით. ბანკი იტოვებს უფლებას შერჩევის დასასრულებლად გამოაცხადოს შესყიდვის დამატებითი ეტაპი - აუქციონის სახით.
წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.
შესყიდვის საგანი:
სადაზღვევო პოლისით უნდა ანაზღაურდეს:
- დაზღვეული ავტოტრანსპორტო საშუალებისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, მათ შორის:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
- ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა და მათი მცდელობა;
- ხანძარი, აფეთქება;
- ვანდალიზმი, საგნების ვარდნა;
- სტიქიური მოვლენები;
- მინების, სარკეების, ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების ცალკეული დაზიანება ან/და ქურდობა.
ზარალის დადგომის შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია:
- აანაზღაუროს დაზღვეული ავტომობილის შეკეთების ხარჯები;
- საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს იდენტური მახასიათებლების ავტომობილის დროებით სარგებლობაში გადმოცემა;
- მოახდინოს ზარალის ადეკვატური თანხის გადახდა;
- მოახდინოს ავტოსადგომზე დაყოვნების ხარჯების ანაზღაურება;
- მოახდინოს დაზიანებული ავტომობილის ევაკუირების ხარჯების დაფარვა.
- უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვის/გამოყენების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზარალი, კერძოდ:
- მესამე პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი და/ან მესამე პირის ქონებისთვის მიყენებული ზიანი;
- პასუხისმგებლობის ნაწილში ჯამური წლიური ლიმიტი განისაზღვრება 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება ყველა მანქანაზე ინდივიდუალურად, საბაზრო ღირებულების მეთოდით. სადაზღვევო ლიმიტს შესაძლოა დაემატოს სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებული ჯავშანის ან სხვა გაუმჯობესების საფასურიც.
- დასაზღვევი ავტომანქანების დეტალური აღწერა გაზიარდება დაინტერსებულ პრეტენდენტებთან ელ. ფოსტის მეშვეობით.
- ავტოპარკი შედგება 152 ავტომობილისგან, აქედან სპეც. აღჭურვილობით დატვირთულია 17 ავტომობილი. - ზარალების შესახებ ინფორმაცია გაზიარდება დაინტერსებულ პრეტენდენტებთან ელ. ფოსტის მეშვეობით.
- ყველა სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
- ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ახალი ავტოსატრანპორტო საშუალების დამატება და სადაზღვევო პოლისის გაცემა განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადით, მასში მითითებული ტარიფის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი თვეების/დღეების პროპორციულად.
დაზღვევის დამატებითი პირობები:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ხდება შემდეგი მიზნობრიობით:
- საზოგადოებრივი, პირადი და გასართობი;
- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;
- სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გადასაადგილებლად;
- სხვა პიროვნების მიერ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. - მძღოლების დაშვებული ასაკი არის არანაკლებ 21 და არაუმეტეს 75 წლისა.
- დაზღვეულ მანქანებზე არ უნდა იყოს მძღოლების რაოდენობის შეზღუდვა, დაშვებული უნდა იყოს ყველა ბანკის თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მანქანის მართვის მოწმობა.
- დაზღვევა უნდა ფარავდეს ევაკუაციის ხარჯებს ყოველი სადაზღვევო შემთხვევისას.
- იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანება არ აღემატება 2 წელიწადს, მისი შეკეთება უნდა იფარებოდეს ავტორიზებულ ავტო-ცენტრში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული ავტო-ცენტრები.
- იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანება არ აღემატება 3 წელს, ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ შეარჩიოს ექსტერიერის დაზიანება შეკეთებული იქნება თუ შეცვლილი ახალი ნაწილით.
- დაზღვევის პირობებში, სრული დაზიანება განიმარტება როგორც: ავტომანქანის დაზიანება 75%-ით ან მეტით. სატრანსპორტო საშუალება ითვლება განადგურებულად, თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 75%-ს ან მეტს შეადგენს ან თუ განადგურებულია ავტომანქანის 75% ან მეტი;
- სრული დაზიანების პირობებში დასაშვებია შემდეგი ანაზღაურების მეთოდი:
- მზღვეველი დაფარავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულ საბაზრო ღირებულებას.
- მზღვეველი დამზღვევის სასარგებლოდ შეიძენს პოლისში გათვალისწინებულ ავტომანქანას.
მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამატებითი პირობები:
- მესამე პირის გარდაცვალების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა განისაზღვრება:
- ხელფასი (შემოსავალი), რომელიც დაზარალებულმა დაკარგა იმ შემთხვევაში თუ ის შრომისუუნარო შეიქმნა;
- დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის მკურნალობის, დამატებითი კვების, მედიკამენტების, პროტეზირების, ზედამხედველობისა და მოვლის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალების შეძენის, პროფესიული გადამზადების ხარჯები, თუ დადგენილია, რომ დაზარალებულს ესაჭიროება აღნიშნული ტიპის დახმარება და არ აქვს მათი უფასოდ მიღების უფლება;
- ხელფასის (შემოსავლის) ნაწილი, რომელსაც დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში დაკარგავენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც დაზარალებულის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ მისგან სარჩო (რეგულარული გადახდების სახით); - იმ შემთხვევებში თუ მესამე პირს მიადგა ქონებრივი ზარალი, ანაზღაურებული უნდა იყოს:
- ქონების სრული განადგურების შემთხვევაში – დაკარგული ქონების საბაზრო ან აღდგენითი ღირებულების ოდენობა, ხელყოფილი ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, გაუფასურებისა და დარჩენილი დეტალების, რომელთა გამოყენებაც კიდევ შესაძლებელია, ღირებულების გამოქვითვით;
- ქონების ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში – დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად საჭირო შეკეთების ხარჯები.
ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება პოლისების შესყიდვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან 30 საბანკო დღის ვადაში. ტრანშებზე შეთანხმება მოხდება გამარჯვებულ კომპანიასთან.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- პრეტენდენტებმა სისტემაში ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი;
- წინადადების წარდგენა უნდა მოხდეს სადაზღვევო პრემიის პროცენტული ღირებულების მითითებით, პოლისის თითოეულ შემადგენელ ნაწილზე - დანართი 1-ის საშუალებით.
- ტენდერის ფარგლებში, ბანკი გამოითხოვს ფასებს ფრანშიზის 2 სხვადასხვა პირობაზე. პრიორიტეტი მიენიჭება 10%-იანი ფრანშიზით წარმოდგენილ წინადადებას;
- კომპანიამ უნდა ატვირთოს ბანკის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანილი სადაზღვევო პოლისის პირობების დოკუმენტი;
- წინადადება ძალაში უნდა იყოს: წინადადების წარგდენიდან 90 დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით (მათ შორის გაითვალისწინება მოწოდებული ფასი და პოლისის პირობები/დაფარვები).
- წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად, თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
- ტენდერის გახსნის შემდეგ, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ შესაძლოა გამართოს დამატებითი მოლაპარაკებები ერთზე მეტ უდაბლესი ფასის მქონე მონაწილესთან და მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
- შესყიდვის დასრულების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოაცხადოს აუქციონი,სადაც მოწვეული იქნება ყველაზე დაბალი ფასის მქონე მინიმუმ 2 კომპანია.
დამატებითი ინფორმაცია:
- სატენდერო განაცხადდთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე შემდეგი დოკუმენტაციის: დასაზღვევი ავტომანქანების დეტალური აღწერისა და ზარალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის, მიმართეთ სატენდერო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო პირს მითითბულ ელ. ფოსტაზე;
- ბანკი იტოვებს უფლებას ცვლილებები შეიტანოს სატენდერო დოკუმენტაციაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადამდე ნებისმიერ დროს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
დანართი 1: ფორმა კომერციული წინადადებისთვის.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 სექტემბერი, 11:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ცირა რუხაძე
ts.rukhadze@bog.ge
+995 555 33 06 46
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები