ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23780 - ტენდერი გათბობის სისტემის წმენდის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან გათბობის სისტემის წმენდის მომსახურება.

გამარჯვებულ კომპანია ტენდერის ფარგლებში ვალდებული არის შპს “ორი ნაბიჯის” მფლობელობაში არსებული ობიექტებისთვის შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

  • გათბობის სისტემის ზედაპირული შემოწმება
  • ფანკოილების ფილტრების წმენდა
  • ფანკოილების კომლექსური რეცხვა(საჭიროების შემთხვევაში)
  • გათბობის ქვაბის წყლის ფილტრის წმენდა
  • გათბობის ქვაბის საკვამურის წმენდა(საჭოროებისშ ემთხვევაში)

იმისთვის რომ გაგიზიაროთ შპს “ორი ნაბიჯის” მფლობელობაში არსებული ობიექტების ჩამონათვალი გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: Tenders@orinabiji.ge

გთხოვთ გადმოგვიგზავნეთ შემოთავაზება, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

ამასთან ერთად გთხოვთ გაითვალისწინეთ:

  • 1 ობიექტზე საშუალოდ დამონტაჟებული არის 3-4 ფანკოილი.
  • 1 ობიექტზე დამონტაჟებული არის1 გათბობის ქვაბი.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება)

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია

საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: +995 591 967 410
E-mail: giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება