17 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23784 - ტენდერი კარტრიჯის სერვისის, საბეჭდი და ასლ გადამღები მოწყობილობის შეკეთების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
როგორც სს ვიანისა და მასში შემავალი კომპანიებისთვის (შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, შპს „ვიან ლოჯისტიკა“ და შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“), ასევე სს საქართველოს კლინიკები და • შპს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს კარტრიჯის სერვისის, საბეჭდი და ასლ გადამღები მოწყობილობის შეკეთების მომსახურებაზე მონაწილეობის მიღებას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს
- სს ვიანთან;
- შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტთან;
- შპს კავკასიის მედიცინის ცენტრთან;
- შპს ვიან ლოჯისტიკასთან;
- სს საქართველოს კლინიკასთან;
- შპს წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოსთან
2. შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 17 სექტემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 2024 წლის 9 სექტემბერი
- სატენდერო წინადადებების მიღება: 2024 წლის 17 სექტემბერი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 2024 წლის 24 სექტემბერი
- ხელშეკრულების გაფორმება: 2024 წლის 1 ოქტომბერი - შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
3. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
- შესყიდვის ობიექტი: როგორც სს ვიანის და მასში შემავალი კომპანიების (შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, შპს „ვიან ლოჯისტიკა“ და შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“), ასევე სს საქართველოს კლინიკების და შპს წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოს - კატრიჯის სერვისის, საბეჭდი და ასლ გადამღები მოწყობილობის შეკეთების მომსახურების შესყიდვა.
- კატრიჯების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში .(ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
- საბეჭდი და ასლ გადამღები მოწყობილობის შეკეთების მომსახურების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართი #5 (გვ#2) - პრინტერების ჩამონათვალი.(ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
- კატრიჯის სერვისი,საბეჭდი და ასლ გადამღები მოწყობილობის შეკეთების მომსახურება ხორციელდება ყოველთვიურად (მოთხოვნის შესაბამისად)
- ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ტენდერით გათვალისწინებულ ყველა, ისე ცალკეულ პოზიციებზე.
მომსახურების მიწოდების ადგილი:
მომსახურების გაწევის ადგილი იხილეთ დანართი #7 - ლოკაციები.
4. სატენდერო მოთხოვნები:
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარტრიჯების და ასლ გადამღები მოწყობილობის სერვისის სფეროში; (წარმოდგენილი უნდა იყოს დამადასტურებელი დოკუმენტი)
- ადგილზე უნდა გააჩნდეს დასამუხტი სადგური
- ადგილზე უნდა გააჩნდეს ტონერის დოზირების აპარატი
- სერვისი უზრუნველყოფად აუცილებელი ადამიანური რესურსი და მათი კვალიფიკაცია;(წარმოდგენილი უნდა იყოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)
- დისტრიბუციის შესაძლებლობა საკუთარი ტრანსპორტით (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტი)
- პროგრამული ბაზა , მოდული, სერვისის აღრიცხვისთვის.
- კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო, სპეციალიზებული დანადგარები, საჰაერო გამწოვები, ფილტრები, ამ მიმართულების სტანდარტებთან შესაბამისად მუშაობა (დამკვეთი უფლებას იტოვებს პრეკვალიფიკაციის პერიოდში სამუშაო ადგილზე ვიზიტზე და სერვისის პროცესის გაცნობაზე)
5. საბეჭდი მოწყობილობის კატრიჯების სერვისის შესყიდვის ტექნიკური დავალება:
- კარტრიჯის 1 სერვისი გულისხმობს:
- ტრანსპორტირებას დამკვეთის ლოკაციიდან სერვისამდე და უკან.
- კარტრიჯის დამუხტვას ტონერით და ან სხვა სარემონტო სამუშაოებს, საჭიროების შემთხვევაში ბარაბნის გამოცვლას.
- სერვისში გატარებული ყველა კარტრიჯი უნდა იყოს დანომრილი უნიკალური კოდით.
- სერვისში გატარებულ კარტრიჯს შეფუთვაში თანდართული უნდა იყოს ამავე კარტრიჯით დაბეჭდილი სატესტო ფურცელი, საიდანაც აღქმადი უნდა იყოს დაბეჭდვის ხარისხი.
- სერვისში გატარებული კარტრიჯი მოთავსებული უნდა იყოს ჰერმეტიულ შეფუთვაში.
- კომპანიამ სერვისი უნდა დაასრულოს დამკვეთს შეკვეთიდან არაუგვიანეს :
- ქ. თბილისი- 24 სთ (1დღე)
- საქართველოს რეგიონები -120 სთ (1 კვირა) - სერვისის უწყვეტობისთვის, კომპანიას უნდა გააჩნდეს, ან უნდა შექმნას კარტრიჯების მარაგი, დამკვეთის საკუთრებაში არსებულის არანაკლებ 70%-სა . დასამუხტი კარტრიჯის დამუხტული კარტრიჯით ჩასანაცვლებლად და შესაბამისად, 1 ვიზიტად მოახდინოს შეკვეთის დასრულება
- კომპანიამ უნდა შეძლოს კარტრიჯის თითოეული მოდელისთვის არანაკლები მინიმალური ზღვრული რაოდენობის გვერდების დაბეჭდვის შესრულება ,ISO/IEC 19752 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
- კომპანიას საკუთრებაში, სერვისში უნდა ქონდეს სპეციალური მოწყობილობები: კარტრიჯის ტონერისგან გაწმენდის, ტონერის ჩაყრის და ჰერმეტიულად შესაფუთი მანქანა.
- უნდა აღმოფხვრას დამკვეთის კუთვნილი კარტრიჯების ფიზიკური დაზიანება დამატებითი გადასახადის გადახდის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში სრულად აღადგინოს კარტრიჯი;
- კომპანიას უნდა გააჩნდეს ელექტრონული აღრიცხვის სისტემა. დამკვეთს შესაძლებლობა უნდა ქონდეს ამ სისტემაზე დისტანციური წვდომა, დაათვალიეროს ნებისმიერი კარტრიჯის სერვისის ისტორია უნიკალური კოდით, შეძლოს რეპორტების გადმოწერა Ms EXEL ფორმატში კარტრიჯ(ებ)ის დამუხტვა, რემონტი, ტესტირება და/ან სხვა სერვისი, დამკვეთის ობიექტ(ებ)ის , ფასის და ვადის მიხედვით.
- კარტრიჯს უნდა მიენიჭოს უნიკალური კოდი, მომსახურე კომპანიის კუთვილი კარტრიჯის მარკირება უნდა იყოს განსხვავებული მინიშნებით, პროგრამული მოდიულიდან შესაძლებელი უნდა იყოს ბრუნვაში არსებული მომსახურე კომპანიის კუთვნილი კარტრიჯების რაოდენობის განსაზღვრა მოდელების მიხედვით
- კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების დაცვა (მაგ.: წარმოადგინოს ინფორმაცია /დოკუმენტაცია ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობების სტანდარტებთან ან ნორმატივებთან შესაბამისობაზე და სხვა საინფორმაციო მასალები), მათ შორის საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ევექსის საკუთრებაში არსებული გამოუსადეგარი კარტრიჯების უტილიზაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
- უნდა წარმოადგინოს ტონერის მწარმოებლის ხარისხის შესაბამისი ISO სერთიფიკატი (ISO 14001 და ISO 9001:2000);
- უნდა უზრუნველყოს დამკვეთის მიერ მითითებულ ლოკაციებზე მომსახურების მიღება, იხ. დანართი# 7
- კარტრიჯების მოდელები, რაოდენობა, და მინიმუმ დასაბეჭდი გვერდების რაოდენობა. ოხ. დანართი#5
6. საბეჭდი მოწყობილობის სერვისის (რემონტის) პირობები:
- სერვისი მოიცავს ტრანსპორტირებას დამკვეთის ლოკაციიდან სერვისში და უკან.
- წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული სერვისი (დანართი #8) კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შეკვეთიდან არაუგვიანეს :
- ქ. თბილისი- 48 სთ (2 დღე)
- საქართველოს რეგიონები -120 სთ (1 კვირა)
- პრინტერში ჩაბნეული ტონერის გაწმენდა უნდა მოხდეს უსასყიდლოდ.
- საბეჭდი და ასლგადამღები მოწყობილობის რაოდენობა იხ. დანართი #8
- სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში და დანართი #7-ში განსაზღვრული რაოდენობების და ჩამონათვალის მიხედვით.
7. საგარანტიო პირობები:
შესყიდულ/გამოცვლილ საქონელზე ვრცელდება არაუმეტეს 6 თვე საგარანტიო პერიოდი. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, თუ ადგილზე არის დაზიანებული დეტალი გამოცვლის მაქსიმალური ვადა 3 დღე, ჩამოტანის და შეცვლის მაქსიმალური პერიოდი 15 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.
ცვეთადი ნაწილების საგარანტიო პერიოდი განისაზღვროს შეცვლის/მონტაჟის მომენტში შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც დამოწმდება ორმხრივი ხელმოწერებით. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსრულებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 2 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.
8. განსაკუთრებული პირობა:
- თუ შემსრულებელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს ზიანს მიაყენებს დამკვეთის ქონებას, დამკვეთი უფლებამოსილია და შემსრულებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
- იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი დამკვეთთან წერილობითი შეთანხმების გარეშე მოახდენს დამკვეთის თანამშრომლის/პასუხისმგებელი პირის მოტივირებას, მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწნებული მომსახურების სტიმულირება, შემსრულებლის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოსთხოვოს შემსრულებელს გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების სრული ოდენობის.
- წარმოადგინოს ევექსის ჰოსპიტალში, კლინიკაში და იმედი L-ში გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი პირის/ტექნიკოსის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი).
- შემსრულებელის მხრიდან კრიტიკული/გადაუდებელი შემთხვევის დროს ობიექტზე მისვლის ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსრულებელს გამოუცხადებლლობით/დაგვიანებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
9. დამატებითი ინფორმაცია:
გამარჯვებულ კომპანიასთან სს ვიანი, შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი, შპს ვიან ლოჯისტიკა და სს საქართველოს კლინიკები გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), მომსახურების მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან, 3 (სამი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.
10. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში
11. წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესასყიდი მომსახურების ფასი
- მომსახურების მიწოდების პირობა
- შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილებ
12. შემსყიდველის ვალდებულებები:
შემსყიდველის ვალდებულებებია:
ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
კონტრაქტორის ვალდებულებებია:
- ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
- სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი მომსახურების ხარისხზე
13. სატენდერო წინადადება
- სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით.
- ტონერის მწარმოებლის ხარისხის შესაბამისი ISO სერთიფიკატი (ISO 14001 და ISO 9001:2000);
- შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი მომსახურების სამუშაოებზე აქცენტირებით, მომსახურების განხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
- ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
- შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ის სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
14. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
15. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 სექტემბრის 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Nonmedical_procurements@vian.health
შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
გიორგი ბერიძე (591 32 64 22)
beridzeg@vian.health
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები