16 სექტემბერი 2024, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23790 - აუქციონი გურამიშვილის ქუჩა N64-ში არსებული ოფისის სარემონტო სამუშოებზე
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს გურამიშვილის ქუჩა N64-ში არსებული ოფისის სარემონტო სამუშოებზე.
ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა- იხილეთ მიმაგრებულ პროექტში
სარემონტო სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება კონტრაქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 70 დღის განმავლობაში.
პრეტენდენტმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ბანკთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოსტენდერში გამარჯვებაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 500 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
შესრულებული სამუშაოს გარანტია:
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან,
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
- სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.
- საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე ბანკი უფლებამოსილია ღირებულებიდან დააკავოს 5% დან 10%-მდე, რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ.
- შემსრულებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან
- საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში პრეტენდენტმა ბანკს უნდა წარმოუდგინოს შესაბამისი თანხის საავანსო საბანკო გარანტია.
- ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5% დან 10%-მდე.
- ბანკი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.
ანაზღაურების პირობა:
ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებითი/გაუთვალისწინებელი სამუშაოს გამოკვეთის შემთხვევაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილების აქტი და შესაბამისი განფასება.
პრეტენდენტის წარმოსადგენი დამტებით დოკუმენტაცია:
- არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
შეფასება:
ბანკის მხრიდან გამარჯვებულის გამოსავლენად კომერციულ ნაწილთან ერთად გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის ანალოგიური გამოცდილება, რეკომენდაციები და ფინანსური ბრუნვის მაჩვენებლები.
შენიშვნა:
- პრეტენდენტებმა ხარჯთაღრიცხვაში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- „ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.
- ფასების ცხრილში ტენდერის მონაწილემ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს სამუშოების მოცულობა და რიცხოვნობა, რამაც ერთეულის ფასებზე არ უნდა იქონიოს გავლენა გაზრდის მიმართულებით თუ შემცირებული სამუშაოს ღირებულება არ აღემატება სამუშაოების მთლიანი ღირებულების 10%-ს
დანართი N6: დამატებითი მოთხოვნები მასალებთან და სამუშაოს ორგანიზებასთან დაკავშირებით
- გამოყენებული მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული;
- სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების მანიშნებლების დაყენება;
- მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი და შეთანხმებული უნდა იყოს სამუშაოს წარმოების გეგმა;
- შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება;
- მშენებლობის დროს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობა, მათი ჯეროვნად შესრულება და მოთხოვნების დაცვა;
- სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, შემსრულებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი და რაც დადგენილია მიმდინარე პერიოდში საქართველოში არსებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ
სამუშაო ადგილის მომზადებასა და გარემოს დაცვისათვის და შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის შემსრულებელი პასუხისმგებელია:
- შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
- მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
- სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
- სამშენებლო ობიექტზე შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ის პირი, რომელთაც გავლილი ექნება ტექნიკის უსაფრთხოების და სანიტარულ წესებზე სპეციალიზირებული ინსტრუქტაჟი;
- მოძრაობისათვის სახიფათო ზონებში საჭიროა დაიდგას სპეცილიზირებული გამაფრთხილებელი ნიშნები;
- სამუშაო ადგილები უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაოს წამოებისათვის საჭირო უსაფრთხოების ინვენტარით;
- სამუშაოს დაწყების წინ მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამცველი ჩაჩქანებით, სპეცილიზირებული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით;
- მშენებლობისათვის გამოყოფილი ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით;
- სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს სპეც ტექნიკის გამოყენების ყველა წესი და უსაფრთხოების სტანდარტი.
- ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესრულებას მშენებლობაზე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 16 სექტემბერი, 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
- ფასის კლების ბიჯი: 4000 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტელ: 551 46 20 03
ტექნიკურ საკითხებე დაუკავშირდით არქიტექტორს:
ტარას მირგატია
ტელ: 599 100 833
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები