16 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23795 - აუქციონი ბათუმში ჭავჭავაძის N-6-ში ბანკის სალომბარდე ფილიალის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბათუმში ჭავჭავაძის N-6 ში არსებულ ოფისში ბანკის სალომბარდე ფილიალის რემონტზე.
ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა- იხილეთ მიმაგრებულ პროექტში
სარემონტო სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება კონტრაქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 55 დღის განმავლობაში.
პრეტენდენტმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ბანკთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოსტენდერში გამარჯვებაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 300 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
შესრულებული სამუშაოს გარანტია:
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან,
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
- სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.
- საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე ბანკი უფლებამოსილია ღირებულებიდან დააკავოს 5% დან 10%-მდე, რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ.
- შემსრულებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან
- საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში პრეტენდენტმა ბანკს უნდა წარმოუდგინოს შესაბამისი თანხის საავანსო საბანკო გარანტია.
- ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5% დან 10%-მდე.
- ბანკი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.
ანაზღაურების პირობა:
- ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
- ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებითი/გაუთვალისწინებელი სამუშაოს გამოკვეთის შემთხვევაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილების აქტი და შესაბამისი განფასება.
პრეტენდენტის წარმოსადგენი დამტებით დოკუმენტაცია:
- არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
შეფასება: ბანკის მხრიდან გამარჯვებულის გამოსავლენად კომერციულ ნაწილთან ერთად გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის ანალოგიური გამოცდილება, რეკომენდაციები და ფინანსური ბრუნვის მაჩვენებლები.
შენიშვნა:
- პრეტენდენტებმა ხარჯთაღრიცხვაში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- „ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.
- ფასების ცხრილში ტენდერის მონაწილემ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს სამუშოების მოცულობა და რიცხოვნობა, რამაც ერთეულის ფასებზე არ უნდა იქონიოს გავლენა გაზრდის მიმართულებით თუ შემცირებული სამუშაოს ღირებულება არ აღემატება სამუშაოების მთლიანი ღირებულების 10%-ს
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 16 სექტემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
- ფასის კლების ბიჯი: 2000 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტექნიკურ საკითხებე დაუკავშირდით არქიტექტორს:
მათე ლიპარტელიანი
598 207 378
ტენდერის პირობებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
551 46 20 03
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება