ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23798 - ტენდერი ქოლცენტრისთვის საოფისე მაგიდების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსსილქნეტი აცხადებს ტენდერს ქოლცენტრისთვის საოფისე მაგიდების  შესყიდვაზე.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორისდღგ- ჩათვლით. ასევე,  პროდუქციის მოწოდების ვადა და გადახდის პირობა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7.

პროდუქციის მოწოდება მოხდება ერთჯერადად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერის # - 2024/28
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2024  წლის 30 სექტემბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • კლიენტების ჩამონათვალი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნ მითითებული ეროვნულ ვალუტაში, - ჩათვლით;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ინა საჯაია, სოსო მაზმიშვილი
ტელეფონი+995 599 55 25 53  +995 595 11 66 24
E-mail: SMazmishvili@silknet.com ISajaia@silknet.com tenders@silknet.com

მისამართი:
ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი