ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T23809 - ტენდერი დაბის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს წყარო №1-ის და წყარო №3-ის კაპტაჟების რეკონსტრუქცია-მშენებლობის პროექტირებასა და შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო აცხადებს ტენდერს დაბის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს წყარო №1-ის და წყარო №3-ის კაპტაჟების რეკონსტრუქცია-მშენებლობის პროექტირებასა და შესრულებაზე.

1. სამუშაოების ჩატარების ადგილი:

დაბის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადო (ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე); მდ. გუჯარეთისწყლის მარცხენა სანაპირო; მდ. ბორჯომულასა და მდ. გუჯარეთისწყალს შორის განთავსებული ანდეზიტური ლავების კანიონისებური ფერდობი და წყარო №3-ის და წყარო №1-ის სანიტარიული დაცვის ზონები.

2. სამუშაოს მიზანი:

  • დაბის №1 და №3 წყაროების კაპტაჟების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტის შედგენა.
  • წყარო №1-ის (კოორდინატები: X 369863; Y 4629578; H 989,53 მ) კაპტაჟის რეკონსტრუქცია და მშენებლობა, მიწისქვეშა წყლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნებისა და შესაძლო დაბინძურებისგან დაცვის მიზნით.
  • წყარო № 3-ის (კოორდინატები: X 369877; Y 4629658; H 934,13 მ), კაპტაჟის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, მიწისქვეშა წყლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნებისა და შესაძლო დაბინძურებისგან დაცვის მიზნით.

3. განსაკუთრებული პირობები:

  • წყარო №1-ის და წყარო №3-ის კაპტაჟების რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოების ჩატარება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, სამუშაოს „დამკვეთთან“ სისტემატიური კომუნიკაციით.
  • პირველად ჩატარდება წყარო №1-ის (მდებარეობს მდ. გუჯარეთისწყლის მარჯვენა ციცაბო ფერდზე და დაკავშირებულია ზედა პალეოცენური ასაკის ანდეზიტებთან) კაპტაჟის რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოები.
  • წყარო №1-ის კაპტაჟის რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ჩატარდება წყარო №3-ის (მდებარეობს დაბის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს ტერიტორიაზე და დაკავშირებულია ზედა პალეოცენური ასაკის ანდეზიტური ლავური ნაკადის ძირში განლაგებულ მეოთხეულ ნალექებთან) კაპტაჟის რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოები.
  • წყარო №1-ის კაპტაჟის რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიტანა სამუშაო ადგილზე განხორციელდება ხელით.
  • წყარო №1-ის და წყარო №3-ის კაპტაჟების რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული სანიტარიული დაცვის ზონაში მუშაობის წესები, აგრეთვე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
  • ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა 75 კალენდარული დღე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან. 

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2024 წლის 20 სექტემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზეggogiberidze@borjomi.com და lgvazava@borjomi.com  

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები