ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23820 - ტენდერი საბურავების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საბურავების  შესყიდვის მიზნით.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით; 
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1 და დანართი 2; ცხრილში მოცემულია შესყიდვის შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა რომელიც არის 1 წლის პერიოდზე გათვლილი, მინიმალური შესყიდვის რაოდენობა განისაზღვრება მთლიანი რაოდენობის 70%-ით. ბანკი არ იღებს ვალდებულებას საქონლის შესყიდვის რაოდენობაზე. 
  • საბურავი არ უნდა იყოს ე.წ. “All Seasons”. წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს მომსახურების თანხას: საბურავების მოხსნა, დაყენება, მორგება და ბალანსირება;  
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება, საქონლის შესყიდვა მოხდება პერიოდულად ბანკის საჭიროებისამებრ.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს. 
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საბურავის ფასი 70%, გარანტია 20%, მოწოდების ვადა 10%;
  • შესაძლოა ბანკმა გამართოს აუქციონი, რაზეც პრეტენდენტები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს აქვს სავალუტო რისკი, უფლებამოსილია შემოთავაზებაში დააფიქსიროს კურსის ზედა ზღვარი და ტარიფის გადახედვის პირობები;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შექმნას გარკვეული რაოდენობის მარაგი სეზონების მიხედვით, მოწოდების ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნიდან 1 კვირაზე მეტი.
  • საგარანტიო პერიოდი: პრეტენდენტი განსაზღვრავს თავად საგარანტიო ვადას და პირობებს; აუცილებელი პირობაა ქარხნული წუნით მოწოდებული საბურავი შეცვალოს ახალით, იგივე ტიპის საბურავით;
  • მიწოდების ადგილი:  მომწოდებლის მისამართი;
  • სეზონური შეცვლების დროს მომწოდებელმა უნდა მოახდინოს დროებით შენახვა/განთავსება შემდეგ სეზონამდე.
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 
  • ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
    - სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
    - უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
    - ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია: 

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით (დანართი N1 და დანართი N2), ყველა გვერდზე ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ (ასევე Excel და Word-ის ფაილებით);
  • შემოთავაზებული საქონლის დეტალები (ბროშურის ან/და სხვა ფორმით), სადაც მოცემული იქნება საბურავის შემადგენლობა და სხვა ტექნიკური დეტალები;
  • შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის სერტიფიკატი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ბუშელაშვილი
nbushelashvili@bog.ge
595 490 199

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 სექტემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა