ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23874 - ტენდერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდგინეთის #153 ჭაბურღილიდან სოფ. ზანავის #143 ჭაბურღილამდე წყლის ახალი მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი აცხადებს ტენდერს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდგინეთის #153 ჭაბურღილიდან სოფ. ზანავის #143 ჭაბურღილამდე წყლის ახალი მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.

1. ზოგადი ინფორმაცია:

  • წარმოდგენილი ტექნიკური დავალების მიზანს წარმოადგეს შეირჩეს სამშენებლო კომპანია, რომელიც განახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდგინეთში ახალი მილსადენის მშენებლობას, რომელიც სოფ. ვარდგინეთის #153 ჭაბურღილს დააკავშირებს ზანავი #143 ჭაბურღილთან მდებარე სატუმბ ინფრასტრუქტურასთან. სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს 2 ერთეული მაღალი წნევის პოლიეთილენის მილების გაყვანას დიამეტრი 40 მმ, საერთო სიგრძე (ერთი მილის) 1485 მეტრი.  
  • წყლის მოპოვება ხდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდგინეთში განთავსებული #153 (საკადასტრო კოდი 64.22.01.330) რომელიც უნდა მიეწოდოს სოფ. ზანავის #143 ჭაბურღილის მიმდებარე სატუმბ ინფრასტრუქტურას. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფ. ვარდგინეთში #153 მინერალური წყლის ჭაბურღილის რესურსების ათვისება და ჭაბურღილიდან მოპოვებული მინერალური წყლის მიწოდება ჩამომსხმელი საწარმოსათვის. საპროექტო მილსადენის საშუალებით უნდა მოხდეს საბადოს პოტენციალის უკეთესი ათვისება და უზრუნველყოფილი იქნას წყლის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებით მიწოდება ბუტილირებისათვის. 
  • სს ,,ბორჯომმინწყლებს“ მომზადებული აქვს ტექნიკური პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია და ნებართვები, რომელთა შესაბამისადაც მშენებელმა კომპანიამ უნდა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. შერჩეულმა მშენებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თავისი რესურსების მობილიზება, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მაღალი ხარისხით მოცემული ტექნიკური პროექტის შესაბამისად დადგენილ ვადებში, განახორციელოს მილების ტესტირება და გადაცემა დამკვეთი ორგანიზაციისათვის ექსპლუატაციაში მისაღებად. 
  • ახალი მილსადენის პროექტში გათვალისწინებულია ყველა რეგისტრირებული კერძო ნაკვეთი და პროექტით გათვალისწინებული კორიდორი მთლიანად გვერდს უვლის რეგისტრირებულ და სხვა კერძო მფლობელობაში მყოფ ნაკვეთებს.  
  • მილსადენის საწყისი ნაწილი გადის IDS ბორჯომის ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 64.22.01.330), საბადოს სანიტარული ზონის ფარგლებში, შემდგომ მდებარეობს მუნიციპალური გზის გვერდულზე, კვეთს საქართველოს რკინიგზის მფლობელობაში მყოფ უბანს და სარკინიგზო ხაზს, რის შემდეგაც კვეთს მდინარე მტკვარს არსებულ საცალფეხო ხიდზე განთავსების გზით და კვეთს ხაშური-ვალეს საავტომობილო გზას. შემდგომ მილსადენი მიუყვება გზის გვერდულს და შედის IDS ბორჯომის კუთვნილ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 64.22.04.206 და 64.22.04.278) და უერთდება სოფელ ზანავში არსებული მინერალური წყლის ბურღილის #143-ის ინფრასტრუქტურას. 
  • მილსადენების საპროექტო დიამეტრი შეადგენს 40მმ-ს; მილსადენის საერთო საპროექტო სიგრძე შეადგენს 2-ჯერ (თითო მილის სიგრძე) 1485 მეტრს; სისტემის სამუშაო წნევა - 12 ატმოსფეროს, მშენებლობისას გამოყენებული იქნება 16 ატმოსფეროზე გათვლილი მილები. კერძოდ შერჩეულია  გერმანული ბრენდის, "Egeplast"-ის მილსადენები, SDR9 – PN16 - EN12201, SLM® 3.0 - TW PE100-RC 40, რომლებიც მოწოდებული იქნება დაამკვეთის მიერ შესაბამისი ფიტინგებით. 

2. სამშენებლო მოედნის აღწერა: 

  • სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ვარდგინეთის #153 ჭაბურღილის მიმდებარე უბნიდან მილსადენი გრუნტის გზით მიდის სოფელ ვარდგინეთის ბეტონის საფარით დაფარულ გზამდე, კვეთს მას, მიუყვება გზის გვერდულს რკინიგზის ლიანდაგის განთავსების მხარეს. ამ მონაკვეთზე მილსადენი განთავდება გზის ბეტონის საფარის გარეთ გრუნტში. ამავე მონაკვეთზე გათვალისწინებული 1 ერთეული მილხიდისა და არსებული ხიდის მალზე მილსანეის გატარება (იხ. თანდართული ნახაზები). შემდგომ მილსადენი კვეთს სოფელ ვარდგინეთის რკინიგზის სადგურის ბაქანს და  ლიანდაგს, გადადის მდინარე მტკვარზე არსებულ საცალფეხო ხიდს. შემდგომ კვეთს ხაშური-ვალეს საავტომობილო გზას (ს8)- მე-19 და მე-20 კმ ნიშნულებს შორის -  და მიყვება მას გვერდულზე დაახლოებით 430 მ სიგრძეზე, რის შემდეგაც შედის IDS ბორჯომის კუთვნილ ტერიტორიაზე. 
  • ქალაქის არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტებთან გადაკვეთის ადგილებში გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების დაცვა. კერძოდ მილსადენი კვეთს სოფლისა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებს, განთავსდება მილხიდზე და ხიდზე, რომლებიც აღნიშნულ სოფლის გზაზეა მოწყობილი. აღნიშნულ გზის მარჯვენა გვერდულზე გადის საქორგგაზის კუთვნილი მილსადენი (მიწისქვეშა) რომელიც გადაიკვეთება ტექნიკური პირობების დაცვით. გზაზე არ არის სხვა სახის კომუნიკაციები და სისტემები, შესაბამისად გადაკვეთისას არ ხდება რაიმე კომუნიკაციების კვეთა. სოფლის განათების ბოძები განლაგებულია გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო მილსადენისთვის შერჩეული მარცხენა გვერდული. სოფლის გზაზე არის მილხიდი, რომლის ბეტონის სტრუქტურაზე განხორციელდება მილების განლაგება გარსაცმ მილში თბოიზოლაციით, ანალოგიურად ხდება არსებული საავტომობილო ხიდის გადაკვეთა.  
  • სოფელ ვარდგინეთში არსებულ რკინიგზის სადგურთან, მილსადენი უხვევს მარჯვნივ, რის შემდეგაც კვეთს არსებულ ბუნებრივი არის მილს (საკადასტრო კოდი 64.00.108) რომლის ზუსტი მდებარეობა უნდა გადამოწმდეს ადგილზე. სამუშაოების შესრულება გათვალისწინებულია ხელით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანების გამოსარიცხად. შემდგომ მილსადენი კვეთს რკინიგზის ხაზს, გადაკვეთა ხორციელდება მილის გატარებით რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გარსაცმი მილის გამოყენებით. 
  • რკინიგზის გადაკვეთის შემდეგ მილსადენის ამოდის მიწის ზედაპირზე და ხდება მისი განთავსება არსებული საცალფეხო ხიდის ბაგირებზე დაკიდებულ განივ კოჭებზე. პროექტი ითვალისწინებს ხიდზე არსებული განივი კოჭების და სავალი საფარის შეცვლა რეაბილიტაციას. ახალ განივ კოჭებზე გათვალისწინებულია მილის განთავსების ადგილები. სულ ხიდის კვეთის სიგრძე შეადგენს 85 მეტრს. ასევე გათვალისწინებულია ხიდის მეტალის სტრუქტურების შეღებვა/განახლება და სავალი ნაწილის გამოცვლა. ხიდის რეკონსტრუქციის დეტალური პროექტი შესულია საპროექტო დოკუმენტაციაში. მშენებელმა უნდა გაითვალისწინოს ხიდის მოძრაობის ფაქტორი, შესაძლებელია გრუნტიდან ამოსვლისა და ჩასვლის ადგილებში მილტუჩებით გადაბმა (საჭიროების შემთხვევაში და მილსადენის ამ ნაწილის დეკოტარიული შეფუთვა (თბოიზხოლაციით).
  • ხიდის კვეთის შემდგომ მილსადენი კვეთს ხაშური-ვალეს გზის მონაკვეთს მე 19 კმ-ზე. გადაკვეთა გათვალისწინებულია მიმართული ბურღვის გამოყენებით, საბურღი დანადგარი განთავსდება ხიდის მხრიდან. ჰორიზონტალური ბურღვის გამოყენებით მოხდება გზის მარცხება და მარჯვენა მხარეს არსებული ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების ქვეშ გასვლა რომელიც ეკუთვნის სილქნეტსა (გზის მარჯვენა მხარეს სოფლის მხარე) და დელტაკომს (გზის მარცხენა - მდინარის მხარე). კვეთისას არ შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა და არ დაზიანდება გზის საფარი. 
  • საავტომობილო გზის გადაკვეთის შემდეგ, მილსადენი მიუყვება გზის მარჯვენა გვერდულს, სადაც განთავსდება სს. „სილქნეტის“ კუთვნილი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გარეთა მხარეს და მას მიუყვება უსაფრთხო მანძილის დაცვით. აღნიშნული გზის მახლობლად მდებარე ელექტროქსელის ბოძებთან მიმართებაში საპროექტო მილსადენის მინიმალური მანძილი შეადგენს 1 მეტრს. მნიშვნელოვანია მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები განახორციელოს დიდი სიფრთხილით, საჭიროების შემთხვევაში ხელით, რათა თავიდან იქნას აცილებული ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის ან არსებული განათების ანძების დაზიანება. 
  • საავტომობილო გზის 19.5 ნიშნულთან მილსადენი უხვევს მარჯვნივ და როგორც ზემოთ არის აღნიშნული გრუნტის გზით შედის IDS ბორჯომის კუთვნილ ტერიტორიაზე, საიდანაც მიდის ჭაბურღილის #143-ის ინფრასტრუქტურასთან. 
  • მილსადენის გაყვანისათვის შერჩეულია დერეფანი რომელშიც არ არის განთავსებული ხე-მცენარეები, შესაბამისად არ არის ხე-მცენარეების მოჭრის საჭიროება. 
  • პროექტით არ არის გათვალისწინებული შენობა ნაგებობების მშენებლობა და სპეციალური გათვლების საჭიროება არ არსებობს, თუმცა დაცულია ქალაქ ბორჯომისათვის დამახასიათებელი სამშენებლო კლიმატოლოგიის დაგეგნილი მოთხოვნები. ტექნიკურ პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი საპროექტო პარამეტრები.:
    - სამშენებლო მოედნის სეისმიურობა - 8 ბალი
    - ქარის ნორმატიული დატვირთვა - 30 კგ/მ2
    - თოვლის ნორმატიული დატვირთვა - 50კგ/მ2
  • მილსადენების მოწყობის ტექნიკური პროექტი სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებს, ასევე ითვალისწინებს, საერთაშორისოთ მიღებულ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია კვების მრეწველობის ობიექტების სტანდარტების მიხედვით.

2.1. არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია:

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბეშეთში, მდ. მტკვარზე არსებული საქვეითო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი შედგენილია შპს“ კავტრანსპროექტი“-ს მიერ შპს „დგ. კონსალტინგი“-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ბეშეთის მდ. მტკვარზე არსებული საქვეითო ხიდი აგებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. იგი სოფ. ბეშეთს აკავშირებს მდ. მტკვარს მარცხენა სანაპიროზე არსებულ ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზასთან და სოფ. ზანავთან.

საქვეითო ხიდი კიდული სისტემისაა, სიხისტის კოჭის გარეშე. იგი გეგმაში განლაგებულია სწორზე, ფასადში ქანობზე. ხიდს აქვს ერთი საანკერე და ორი პილონიანი ბურჯი. ხიდის საანგარიშო მალია 81.305 მ, ჩაკიდვის ისარი - 6.25 მ, პილონის თავების ნიშნულებს შორის სხვაობა - 2.60 მ, სიგანე - 1.90 მ, სავალი ნაწილის სიგანე - 1.70 მ, მზიდი ბაგირისა და სავალი ნაწილის დამაკავშირებელ საკიდებს შორის მანძილი ხიდის გრძივად - 2.00 მ.

ხიდის ძირითად მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს 27.0 მმ დიამეტრის ფოლადის მავთულებისგან შედგენილი ე.წ. „ღია ბაგირი“, რომელიც ბოლოებზე მოწყობილი ანკერების საშუალებით მიმაგრებულია ერთის მხრივ მარჯვენა ნაპირზე არსებული ბურჯის ფოლადის კონსტრუქციის პილონზე, მეორეს მხრივ კი - მარცხენა ნაპირზე არსებული საანკერე მასისთვის საჭიმარზე.

ხიდის სავალ ნაწილს წარმოადგენს პოლიმერული მასალის 24 მმ სისქის ფენილი, რომელიც ფოლადის კონსტრუქციის გრძივ (60X60X2 მმ მართკუთხა მილი, განივად 6 ცალი) კოჭებზეა მოწყობილი. გრძივი კოჭები თავის მხრივ ეყრდნობიან ფოლადის N16 შველერებისგან დამზადებულ განივ კოჭებს. განივი კოჭები შეკიდულია 16 მმ დიამეტრის მქონე არმატურის საკიდებზე. ხიდის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე დამონტაჟებულია მავთულის ბადე.

მდინარის მარცხენა სანაპიროზე არსებული ხიდის N1 საანკერე ბურჯი მთლიანად განთავსებულია გრუნტში და წარმოადგენს ბეტონის მასივში ჩამაგრებულ ფოლადის კონსტრუქციების ერთობლიობას, რომელზეც ფოლადისავე საჭიმარი კონსტრუქციებით მიმაგრებულია მზიდი ბაგირი. საანკერო მასივი ზემოდან გადახურულია გეგმაში 1.90X0.7 მ ზომების მქონე ფოლადის ფურცლებით.

ხიდის N2 და N3 ბურჯები წარმოადგენენ ბეტონის საძირკვლისა და ფოლადის კონსტრუქციის პილონების ერთობლიობას.

N2 ბურჯი განთავსებულია მდინარის მარცხენა მაღალ ნაპირზე. ბურჯის ბეტონის საძირკვლის ზომები გეგმაში შეადგენს 4.40X1.80 მ. პილონი აგებულია ნაგლინი ფოლადის კონსტრუქციებით. პილონის დგარებად გამოყენებულია N30 ორტესებრი კოჭი, ხოლო რიგებად შედუღებით შეწყვილებული N30 შველერი. პილონების რიგელზე მოწყობილია ბაგირის დასაყრდენი ფოლადის კონსტრუქციები მცირე ზომის (300X60X80) ბალიშები. პილონის სიმაღლემ ბალიშის გათვალისწინებით შეადგინა 2.80 მ.

ხიდის N3 ბურჯი განთავსებულია მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ხაშური-ბორჯომის სარკინიგზო ხაზის ლიანდაგის მიმდებარედ, მისგან 4.00 მ მანძილზე, N2 ბურჯის მსგავსად N3 ბურჯიც შედგენა ბეტონის კონსტრუქციის საძირკვლისა და ფოლადის კონსტრუქციების პილონისაგან. პილონი შედგენილია ნაგლინი N30 ორტესებრი კოჭისაგან და ფასადშიც და ხიდის განივადაც წარმოადგენს ჩარჩოს (სურ. 4)

ექსპლუატაციის განმავლობაში ხიდზე რამოდენიმეჯერ განხორციელდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტის შედგენის მიზნით ხიდს ჩაუტარდა გამოკვლევა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ:

  • ხიდზე, რამდენიმე განივი კოჭისა და საკიდის შეერთების კვანძი დარღვეულია, დეფორმირებულია საკიდის ხრახნიანი ბოლოები.
  • მზიდი ბაგირისა და საკიდის შეერთების კვანძში ფიქსირდება გადასაჭერი ჭანჭიკები;
  • საანკერე მასივებში არსებული საჭიმარის ფოლადის ელემენტები ნაწილობრივ დაფარულია გრუნტით, ფოლადის ელემენტები კორიდორებს;
  • საანკერე მასივიდან გამომავალ მზიდ ბაგირებს არ აქვთ თავისუფალი სივრცე, ბაგირებზე მოწყობილია გრუნტის საფარი და ასფალტის ფენა.

მშენებლის მიერ განსახორციელებელი სამუშაოები ითვალისწინებს გამოკვლევის შედეგად ხიდზე გამოვლენილი დაზიანება-დეფექტების აღმოფხვრასა და სავალი ნაწილის მზიდი განივი კოჭის რეკონსტრუქციას (მის შეცვლას ახლით) და მის კიდეზე პოლიმერული გოფრირებული საკომუნიკაციო მილის განთავსებას. პროექტით ხიდზე გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების განხორციელება:
- სადემონტაჟო სამუშაოები: საანკერო მასივების გასუფთავება; სავალი ნაწილის არსებული ფილების დემონტაჟი, შემდგომი მონტაჟით; არსებული მზიდი განივი კოჭების ჩახსნა ეტაპობრივად და არსებული მოაჯირის ბადის დემონტაჟი.
- სამონტაჟო სამუშაოები: არსებული მზიდი ბაგირის გაწმენდა და შეღებვა; არსებული საკიდებისა და სამაგრი ნაკეთობების გაწმენდა და შეღებვა; არსებული საკიდების დაგრძელება შედუღების გზით; არსებული გრძივი კოჭების გაწმენდა და შებურღვა; საანკერო მასივის ფოლადის საჭიმარი ელემენტების გაწმენდა და შეღებვა; არსებული პილონების ფოლადის ელემენტების გაწმენდა და შეღებვა; ახალი განივი კოჭების მონტაჟი; მოაჯირის ახალი ბადის მოწყობა ხიდის ორივე მხარეს და გოფრირებული მილის მოწყობა ხიდის ცალ მხარეს.
- სავალი ნაწილის ზედაპირის გამოცვლა ანალოგიური მასალით. 

2.2. დოკუმენტაციის მომზადება: 

კონტაქტორი ვალდებულია მამზადოს ტექნიკური და ფინანსური წინადადება, რომელიც დაფუძნებული იქნება საპროექტო დოკუმენტაცია, გაითვალისწინებს ნახაზებსა და პროექტის განმარტებით ბარათს, ასევე ყველა შეთანხმებასა და პირობას რომელიც შესულია სამშენებლო ნებართვის დოკუმენტების პაკეტში და შესულია პროექტის დოკუმენტაციაში.

კონტრაქტორმა თავისი რესურსებისა და სამუშაო ძალის გათვალისწინებით უნდა დააზუსტოს პროექტის განხორციელების გრაფიკი და მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება და ჩატარდება რეალური სამუშაოები. აღნიშნული გრაფიკი წარმოადგენს კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და შესრულებული უნდა იქნას კონტრაქტორის მიერ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს მილების ტესტირება ჰერმეტულობაზე, მათი შემოწმება უნდა მოხდეს აპრობირებული ტექნოლოგიის გამოყენებით. წნევით ტესტირების ანგარიში დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი დამკვეთისათვის. წნევით ტესტირების შესახებ კონტრაქტორმა დამკვეთს უნდა აცნობოს 5 დღით ადრე, რათა დამკვეთმა მოახდინოს თავისი რესურსების მობილიზაცია ტესტირების პროცესში ზედამხედველობის გასაწევად.

სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს ნახაზების პაკეტი რეალურად აშენებული სტრუქტურების აღწერით, კორიდორი აგეგმილი უნდა იქნას კორსის სისტემის გამოყენებით და მილსადენის შეიპ ფაილები უნდა შეესაბამებოდეს მილსადენის ექსპლუატაცია რეგისტრაციისათვის საჭირო მოთხოვნებს.

3. მშენებლობის განხორციელების ვადები: 

  • მშენებლობისათვის საჭირო ინვენტარის, მასალებისა და ნაკეთობების მომარაგება/დასაწყობება უნდა მოხდეს წინასწარ, რათა თავიდან იქნას აცილებული მასალების მოწოდების დაგვიანებით  გამოწვეული პროექტის გახანგრძლივება.
  • სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოთა განაწილების ტექნოლოგიური თანმიმდევრობა მოცემულია სამუშაოთა შესრულების კალენდარულ გრაფიკში, რომელიც შედის საპროექტო დოკუმენტაციაში. კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს სამუშაოების განხორციელების დეტალური გეგმა. მნიშვნელოვანია რომ გათვალისწინებული იქნას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გრაფიკი. კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ხიდის რეკონსტრუქცია ისეთნაირად, რომ მინიმუმადე იქნას დაყვანილი ხიდის ჩაკეტვის ვადები. რეკომენდებულია, რომ კონტრაქტორმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესში უზრუნველყოს მასზე გადაადგილების შესაძლებლობა. ყველა საკითხი ხიდის რეაბილიტაციის ვადების, ჩაკეტვის ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული დამკვეთტან. 
  • სამუშაოების სრული მოცულობით განხორციელება გათვალისწინებულია 2025 წლის ივლისის ჩათვლით. 

ტენდერზე წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 1 ოქტომბერი, 2024 წელი, 18:00 საათი.

შეთავაზება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტებზე:
 lgvazava@borjomi.com.    
ggogiberidze@borjomi.com

დამატებითი კითხვების ან დაზუსტებების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
 

ვახტანგ შარაშენიძე,
vsharashenidze@borjomi.com
სს ბორჯომმინწყლები
ქ. ბორჯომი, ბარათაშვილის ქუჩა N5

ლაშა გვაზავა
lgvazava@borjomi.com
მისამართი:IDS ბორჯომი საქართველო,
თბილისი, ბიძინა კვერნაძის ქუჩა N10

www.ids-borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები