ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23888 - ტენდერი 400 ერთეული სხვადასხვა მარკის ცეცხლმაქრის გადამუხტვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს
​„​ბათუმის ნავთობტერმინალიაცხადებს ტენდერს  400 ერთეული სხვადასხვა მარკის ცეცხლმაქრის გადამუხტვის მომსახურების შესყიდვაზე 2024 წლისთვის. 

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, წმინდა სევერიანე აჭარელის ქ.4გ.

შესყიდვის დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,   წმინდა სევერიანე აჭარელის ქ. 4გ.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შესყიდვაში მონაწილეობის განაცხადი

ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციურიმი მწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების დამომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას;

ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“  (განკუთვნილ ადგილას ბოლო გვერდზე)

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

სერთიფიკატები (ტექნიკრუი დავალების შესაბამისად)

საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება).

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე

გამოცხადების თარიღი: 17.09.2024 წ.

წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 30.09.2024 წ. / 12:00 სთ

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტებისგანყოფილებას.

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობასგანახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისადwww.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები