ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23912 - ტენდერი ქუთაისის სერვისცენტრის ინტერიერისთვის კერამო-გრანიტის ფილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, ქუთაისის სერვისცენტრის ინტერიერისთვის კერამო-გრანიტის ფილების შესყიდვაზე.

მიწოდების ადგილი:  ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #41.

შესასყიდი საქონლის სპეციფიკაცია და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ში.

დეტალური ინფორმაცია და სფეციფიკაციები მოცემულია დანართი #2-ში.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნებისა და ელექტრონული სახით, ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.

შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები

წინადადების წარმოდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 27 სექტემბერი, 18:00 საათი.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში (ორიგინალი დოკუმენტაცია, წინადადების ელექტრონული ვერსიასთან ერთად, CD დისკზე ან USB მეხსიერების ბარათზე).

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ტენდერის დასახელება: სსქართუ ბანკი“ - ქუთაისის სერვისცენტრის ინტერიერისთვის კერამო-გრანიტის ფილების შესყიდვა.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგისავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. აგრეთვე დამკვეთის ობიექტზე ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #41-ში ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მითითებულ მოცულობებს და ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს იტმ-სა და სმნ-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • პრეტენდენტებმა დანართი #1-ის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ მასალების სასაქონლო ნიშანი, მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართი #1-ში მითითებული მასალების შესაბამისი ნიმუშები.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:

საორგანიზაციო საკითხებზე:

ირაკლი შენგელაია
მობილური ნომერი: (+995) 595 331 604
ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (464)
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

ტექნიკურ საკითხებზე:

ირაკლი გვაძაბია
მობილური ნომერი: (+995) 599 963 280
ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (165)
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები