ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23933 - ტენდერი ოფისის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ოფისის სარემონტო სამუშაოების შესახებ.

ობიექტის მისამართი: ბელიაშვილის ქ, 53 ქ. თბილისი

ფართი: 3360 კვ.მ.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • სამუშაოების აღწერილობა (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • მასალათა ჩამონათვალი - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  •  დართულია საოფისე ფართის არქიტექტურული პროექტი

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი

წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არუნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდეტს, ასევე არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე სახის დავალიანება და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.

რეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანიგამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 500 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომშეწყვიტოს ტენდერი. 

დავალებათა აღწერილობა:

სამუშოს აღწერა მოცემულია დანართი N1-ში,  შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;

სატენდერო მოთხოვნები:

სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

შესრულებული სამუშაოს გარანტია:

  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან,
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. 
  • სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა შეესაბამებოდეს  კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. 
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
  • სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
  • საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე დამკვეთი უფლებამოსილია ღირებულებიდან დააკავოს 5% დან 10%-მდე, რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ.
  • შემსრულებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.
  • საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში პრეტენდენტმა დამკვეთს უნდა წარმოუდგინოს შესაბამისი თანხის საავანსო საბანკო გარანტია.
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5% დან 10%-მდე.
  • დამკვეთი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა. 

ანაზღაურების პირობა:

  • ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და დამკვეთის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
  • ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებითი/გაუთვალისწინებელი სამუშაოს გამოკვეთის შემთხვევაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილების აქტი და შესაბამისი განფასება.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დამტებით დოკუმენტაცია:

რანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი

  • ომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) 
  • გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 

შეფასება:

დამკვეთის მხრიდან გამარჯვებულის გამოსავლენად კომერციულ ნაწილთან ერთად გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის ანალოგიური გამოცდილება, რეკომენდაციები და ფინანსური ბრუნვის მაჩვენებლები.

შენიშვნა: 

  • პრეტენდენტებმა ხარჯთაღრიცხვაში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ,,ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში.
  • „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს. 
  • ფასების ცხრილში ტენდერის მონაწილემ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.
  • დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს სამუშოების მოცულობა და რიცხოვნობა, რამაც ერთეულის ფასებზე არ უნდა იქონიოს გავლენა გაზრდის მიმართულებით თუ შემცირებული სამუშაოს ღირებულება არ აღემატება სამუშაოების მთლიანი ღირებულების 10%-ს.

დამატებითი პირობები!

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შეასრულოს თავისი სამუშოების შემდგომ ფართის დალაგება/დასუფთავება.

პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს წარმოდგენილ სპეციფიკაციებს ხარჯის შედგენისას;

გამარჯვებულმა კომპანიამ მასალათა ნუსხა უნდა შეათანხმოს დამკვეთთან.

თანდართული დოკუმენტაცია:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი 3: მასალათა-ჩამონათვალი, შესავსები ფასების ცხრილი 

 დამატებით მოცემულია პროექტები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 27 სექტემბერი, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
577331197

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 სექტემბერი 2024 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა