ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23943 - ფასთა გამოკითხვა შენობის დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,საქცივპროდუქტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას . თბილისი, თევდორე მღდვლის N 27-ში მდებარე ობიექტის /01.13.07.006.027 და 01.13.07.006.026 დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით

დემონტაჟის შემდეგ სრულად უნდა მოსწორდეს მიწის ზედაპირი და ბოლომდე გასუფთავდეს ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან.

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად(იხ. მიბმული ფაილ(ებ)).
  • შემსყიდველის მიერ შერჩეულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მეორადი სამშენებლო მასალების და სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არსებული ნორმებისა და წესის შესაბამისად, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა:

  • პრეტენდენტმა ადგილზე დათვალიერების შედეგად უნდა წარმოადგინოს მოქმედი ნორმატივების მიხედვით შედგენილი რესურსული ხარჯთაღრიცხვა.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
  • მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა დაწესების მიხედვით. სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოსხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.

წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში
  • მონაწილეს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ტენდერთან დაკავშირებული დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში ან მოითხოვოთ ელექტრონულ მისამართზე: datoavaliani7@gmail.com

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი 18:00 საათი ელექტრონულ მისამართზე: datoavaliani7@gmail.com

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.საკონტაქტო ინფორმაცია:

დავით ავალიანი
551 377 311

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები