ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23958 - ტენდერი ქუთაისის სერვისცენტრისთვის დიზელ-გენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ტენდერს, ქუთაისის სერვისცენტრისთვის დიზელ-გენერატორის შესყიდვაზე.

მის.: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #41. 

შესასყიდი საქონლის სპეციფიკაცია და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ში, ფასების ცხრილი. 

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნებისა და ელექტრონული სახით, ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. 

შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები

წინადადების წარმოდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 7 ოქტომბრის, 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში (ორიგინალი დოკუმენტაცია, წინადადების ელექტრონული ვერსიასთან ერთად, CD დისკზე ან USB მეხსიერების ბარათზე).

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია

  • პრეტენდენტის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ტენდერის დასახელება: სსქართუ ბანკი“ - ქუთაისის სერვისცენტრისთვის დიზელ-გენერატორის შესყიდვა. 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:

საორგანიზაციო საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია, მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (464);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge 

ტექნიკურ საკითხებზე:
ირაკლი გვაძაბია, მობილური ნომერი: (+995) 599 963 280, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (165); 
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge 

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს იტმ-სა და სმნ-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • პრეტენდენტებმა დანართი #1-ის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ ტექ. მახასიათებლები, მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები