ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24000 - ტენდერი MICROSOFT პროდუქტების ლიცენზიების განახლებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, ,,Microsoft“- ის პროდუქტების ლიცენზიების განახლება/შესყიდვის მიზნით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 7 ოქტომბერი 18:00 საათი.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციაპრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტოინფორმაცია, სსბანკი ქართუ“ (,,Microsoft“- ის პროდუქტების ლიცენზიების განახლება/შესყიდვა)

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე: 

საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა,
მობილური ნომერი: (+995) 591
218 000, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

ტექნიკურ საკითხებზე:

გიორგი ტერ-ნერსესოვი,
მობილური ნომერი: (+995) 599 888 887, ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (444); 
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

გიორგი გრძელიშვილი
მობილური ნომერი: (+995) 591 401 054, ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (465); 
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგისავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • რულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1;
  • რეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება სასურველია წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული საქონელი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მიწოდება - უნდა განხორცილედეს, მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.  

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.cartubank.ge/index.php?m=464

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები