ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2401 - ტენდერი ინტერნეტ კომუნიკაციების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები: სს „სამედიცინო კორორაცია ევექსი“, სს „გეფა“ ( ჯი პი სი, ფარმადეპო), სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ და სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ლ“ პრეტენდენტებს სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში: „ინტერნეტ კომუნიკაციების მომსახურების შესყიდვაზე“

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 3 მაისის 18:00 საათისა.
  • სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები ერთობლივად განიხილავენ შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენენ პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება : 04.04.2017
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 03.05.2017
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 10.05.2017
  • ხელშეკრულების გაფორმება: 17.05.2017

გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ ფაილებს და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია . შევსებული შემოთავაზება გთხოვთ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tenders@evex.ge , არა უგვიანეს 25 აპრილის 18:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები
  • 92200000 სატელევიზიო და რადიომომსახურებები