ჩაბარების ვადა:
11 ოქტომბერი 2024, 12:00
სტატუსი:
უარყოფილი
E
ელ. ტენდერი
T24049 - ტრენინგი პირველად სამედიცინო დახმარებასა და სახანძრო უსაფრთხოებაში
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა ტრენინგის ჩატარების ადგილის აღწერილობა.
ტენდერის აღწერილობა:
შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" აცხადებს ტენდერს პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგის შესყიდვაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის:
- მსმენელთა რაოდენობა-100;
- ტრენინგის ჩატარების ხანგრძლივობა-სასურველია არ აღემატებოდეს 2 სამუშაო დღეს;
- კურსის დასასრულს მსმენელებს უნდა გადაეცეთ შესაბამისი სერთიფიკატები არანაკლებ 2-წლიანი მოქმედების ვადით;
- ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქუთაისი და რუსთავი, ორივეგან დამკვეთის ტერიტორიაზე. გთხოვთ, ტრანსპორტირების ხარჯები გაითვალისწინოთ შეთავაზებაში;
- სავალდებულოა, ტრენინგ ცენტრს/ტრენერებს ჰქონდეთ შესაბამისი აკრედიტაცია, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც უნდა წარმოგვიდგინოთ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ოქტომბერი 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტრენინგთან დაკავშირებული შეკითხვების თაობაზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: 577 222 718 (რუსუდანი)
სხვა შემთხვევაში: 598 960 206 (თამთა) ta.makharashvili@socar.ge
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები