ჩაბარების ვადა:

22 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24092 - ფასთა გამოკითხვა ამონიუმის ფოროვან გვარჯილას შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამონიუმის ფოროვან გვარჯილას შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - ამონიუმის ფოროვან გვარჯილა -1800ტ
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2024, 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  •  შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • წარმოშობის სერთიფიკატი
  • გადახდის პირობები;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ

შენიშვნა: მოწოდება თვეში 300 ტონა, დაწყებული ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით - 6 თვე.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 24400000 სასუქები და ნიტროგენული ნაერთები
  • 14300000 ქიმიური და სასუქი მინერალები