ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T241 - ბრტყელი სახურავის მეტალის კონსტრუქციით გადახურვა

ტენდერის აღწერილობა:

შპს ”ოცნება” აცხადებს ქ.ბათუმში ქუთაისის #12-14 მდებარე სასტუმრო „ვანილას“ ბრტყელი სახურავის მეტალის კონსტრუქციებით გადახურვის მოწყობაზე

დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ინფორმაცია სატენდერო ობიექტის შესახებ:

ტენდერი ითვალისწინებს ამჟამად მოქმედ სასტუმროს მეხუთე სართულზე მდებარე ტერასის სახურავის მეტალის კონსტრუქციებით გადახურვას. მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა პირობა, რათა ხელი არ შეეშალოს სასტუმროს საქმიანობას.

ტენდერის პირობები:

ტენდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პრეტენდენტისთვის წინასწარ ცნობილია ის გარემოება, რომ შემსყიდველი ტენდერში გამარჯბულ პირს გამოავლენს საკუთარი შეხედულებისამებრ და ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგავარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე, რაზეც პერეტენდენტი წინასწარ აცხადებს რომ ტენდერში ვერ გამარჯვების შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ ექნება.

ტენდერი ეწყობა 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც გამოხატავს ინტერესს ტენდერის პირობებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. კომპანიის არჩევა მოხდება წარდგენილი საბუთებისა და გამოცდილების საფუძველზე.

ტენდერის ჩატარების პირობები:

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისად შევსებული ხარჯთააღრიცხვა (იხ. დანართი). ხარჯთააღრიცხვა უნდა წარმოადგინოთ როგორც სამუშაოების შესრულების ასევე მასალების გათვალისწინებით
  • გამოყენებული მასალების აღწერილობა. (უნდა შეიტანოთ დანართის სახით წარმოდგენილ ხარჯთააღრიცხვაში, გრაფაში „შენიშვნა“ წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ იქნება განხილული
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დეტალების მითითებით)
  • წერილობითი დასტური სამუშაოების45 კალენდარულ დღეში დასრულების მზადყოფნაზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველს შეუძლია წარმოადგინოს დოკუმენტაცია დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით შემდეგ მისამართზე: ბათუმი. აეროპორტის გზატკეცილი #20 ან გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტით givi.ked@gmail.com სატენდერო ვადა განისაზღვრება: 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: + 995 577210030

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ