ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24108 - ფასთა გამოკითხვა საბურავების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს არ ემ ჯი აურამაინი აცხადებს ფასთა გამოკითხვას საბურავების შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი:
    - მიწისქვეშა თვითმცლელის საბურავები - 26.5R25 E-4 - ცალი 32
    - მიწისქვეშა თვითმცლელის საბურავები - 29.5 R25 E-4 - ცალი 12
    - მიწისქვეშა დამტვირთველის საბურავები - 18.00R25 L-5S - ცალი 32
    - მიწისქვეშა დამტვირთველის საბურავები - 26.5R25 L-5S - ცალი 12
    - დამტვირთველის საბურავები - 20.5 R 25 L3 - ცალი 8
    - სხვადასხვა მიწისქვეშა ტერნიკის საბურავები - 12.00R20 - ცალი 48
    - მიწისქვეშა ბეტონის შემრევის საბურავები - 14.00R24 - ცალი 8
    - დამტვირთველის საბურავები - 26.5R25 L-5 - ცალი 8
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 17.10.2024, 18:00 საათი.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • წარმოშობის სერთიფიკატი;
  • გადახდის პირობები;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

დამატებითი პირობები:

  • პროდუქცია უნდა იყოს ახალი, უდეფექტო.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ, წინასწარ შეთანხმებულ, მოთხოვნებს, მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს აღნიშნული საქონელი შესაბამისი პროდუქციით.
  •  სავალდებულოა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
  •  მომწოდებელმა აუცილებლად უნდა შეავსოს 2 Excel ფაილი - დანართი 2 და მომწოდებლის მიერ შესავსები ტექნიკური დავალება.
  •  შემოთავაზებას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ყველა შემოთავაზებული საბურავი სურათი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის