ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24135 - ტენდერი დაბა ბაკურიანში, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისთვის (ბლოკი N2 და ბლოკი N3) ალუმინის ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

1. შესყიდვის ობიექტია: დაბა ბაკურიანში, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების -  ბლოკი N2 და ბლოკი N3, ალუმინის ვიტრაჟების დამზადება და მონტაჟი, თანდართული ნახაზების მიხედვით. ალუმინის პროფილი უნდა იყოს იზოთერმული შავი ფერის, ასევე მიუთითეთ ალუმინის პროფილის მწარმოებელი კომპანია, პროფილის ზომები და მინაპაკეტის მინის ზომები.

2. პრეტენდენტმა განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე g.gugunashvili@cartugroup.com 2024წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი 5 99 53-77-23.

3.პრეტენდენტი ტექნიკური საკითხების გასარკვევათ დაუკავშირდეს სერგო კელენჯერიძეს ტელეფონზე 5 99 73-18-41 ან მალხაზ ჯეირანაშვილს ტელეფონზე 599 16 46 94

4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 

5. მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე ;
  • უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა

სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები