ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24141 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძის სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძის სამშენებლო სამუშაოებზე.

კომპანია ქართული ცემენტის კასპის ცემენტის ქარხანაში არსებული ცემენტი#1 და #2 წისქვილების შენებო ნაგებობების უმეტესი ნაწილი აგებულია მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში. აღნიშნული შენობების უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი დაზიანებები. კომპანიამ დამოიკიდებელ საექსპორტო კომპანიას სთხოვა შენობების მდგრადობაზე და დაზიანებების აღმოფხვრის გზებზე დასკვნის მომზადება. აღნიშნული დასკვნის მიხედვით შენობების გარკვეული ნაწილის მთლიანად დემონტაჟია გათვალისწინებული, ხოლო ნაწილის დაზიანებული კვანძების შეკეთება/გამაგრება. ერთერთი ნაგებობა რომლის სრული დემონტაჟიცაა რეკომენდირებული, არის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძი, მასალის ხვიმირებით, ხვიმირების საყრდენი კონსტრუქციითა და ლენტური დოზატორების მომსახურე ბაქნის ჩათვლით. აღნიშნული ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების ახალი კვანძის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება მოწოდებული დეტალური სამშენებლო პროექტის მიხედვით. პროექტი მოიცავს, ხვიმირის ფუნდამენტებისა და საყრდენი კონსტრუქციას, დოზატორების მომსახურე ბაქნს, ხვიმირის და საწყობის მხარეს საყრდენი კედელის ჩათვლით.

კომპანია ქართული ცემენტი არის ერთერთი ლიდერი კომპანია ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე საქართველოში და წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ყავს 600-ზე მეტი დასაქმებული , და ფლობს ცემენტის წარმოების ორ ინტეგრირებულ ქარხანას, ერთ დაფქვის საწარმოს და თექსვმეტ ბეტონის ქარხანას.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • მიწოდებული  დეტალური პროექტის საფუძველზე, კასპის ქარხნის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძის მოწყობა შემდგომი  მოცულობით:
  • ხვიმირისა და მისი საყრდენი კონსტრუქციის ფუნდამენტის ფილა
  • ხვიმირის საყრდენი კონსტრუქციის და დოზატორების მომსახურე ბაქნები
  • კლინკერის საწყობის მხრიდან დამცავი საყრდენი კედელის მოწყობა
  • მშენებლობის ყველა ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება 

სამუშაოები რომლებიც არ შედის შემსრულებლის ვალდებულებებში:

  • საპროექტო და სანებართვო სამუშაოები
  • არსებული ნაგებბების დემონტაჟი
  • მეტალის ხვიმირის დამზადება მონტაჟი

     

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს მოწოდებული პროექტის და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

აუცილებელია შემსრულებლის ვიზიტი ადგილზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 30.10.2024 – 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:21 ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160 თბილისი, საქართველო.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
Vladimer.surguladze@cement.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 509705
irakli.sadunishvili@cement.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები