ჩაბარების ვადა:

22 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24143 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკის  შესყიდვაზე:

დასახელება მონაცემები რ-ბა მისაღები ბრენდები
ბრენდ სისტემური ბლოკი პროცესორ - intel Core i5, არანაკლებ 13 თაობა; ოპერატიული მეხსიერება - 16 GB; მყარი დისკი - 512 GB SSD; ინტერფეისი: 2 x HDMI, 4 x USB 2.0, 4 x USB 3.2, 1 x RJ-45 ; გარანტია - 3 წელი. (უნდა იყოს „Tower“ - სტანდარტული ქეისი) 29 მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
მონიტორი ეკრანის ზომა : 24"; მონიტორის ტიპი : LED ეკრანის ტიპი : FHD; მატრიცა: ips განახლების სიხშირე : 75 hz; ინტერფეისი: 1 x HDMI, 1 x DP ან DVI Port, გარანტია - 2 წელი (უნდა იყოს ევროპული ელ. კვებით) 48 მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
ლეპტოპი Lenovo ThinkPad E14 / პროცესორ - intel Core i5, არანაკლებ 12 თაობა ან AMD Ryzen 7 არანაკლებ მე-5 გენერაცია / მყარი დისკი - 1TB SSD / ოპერატიული მეხსიერება 16GB RAM/ ეკრანის ზომა - 14" (გარანტია - 3 წელი) 2 LENOVO
უწყვეტი კვების წყარო უწყვეტი კვების წყარო UPS BV800I-GR/G - APC EASY UPS BV 800VA, AVR, Schuko outlet, 230V 29 APC
პრინტერი Samsung/Galaxy Tab S9/ 256 GB/ 8GB / 5G or LTE / 10.9" 6 SAMSUNG
პლანშეტი HP MFP M227 sdn; კომბაინი; ქსელური; ლაზერული; შავ-თეთრი; A4 4 HP


წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2024 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის).

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
ს.ს. ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: tenders@silknet.com; miashaghashvili@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები