ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24155 - ტენდერი პლასტმასის ჭურჭლის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 17 ოქტომბერი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ცენტრალიზებულ ელექტრონულ ტენდერს პლასტმასის ჭურჭლის შესყიდვასთან დაკავშირებით.

თეგეტა ჰოლდინგი მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 29 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს, 30 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია საქონლის მოწოდება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.  

2.საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

2.1 პლასტმასის ჭურჭლის დასახელება (ზომების მითითებით), შესყიდვის სავარაუდო რაოდენობები, მოწოდების გრაფიკი და ადგილი მოცემულია დანართ N1-ში.  

შენიშვნა 1: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3. განფასების მოთხოვნის პირობები:

3.1 შემოთავაზება წარმოსადგენია დანართი N1-ის გათვალისწინებით, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია, ისე ექსელის ფაილი;

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მოწოდების ადგილი: დანართ N1-ში მითითებული მისამართი
  • საქონლის მოწოდების დაწყების თარიღია 01/11/2024 წელი

5. ანგარიშსწორების პირობა:

მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ყოველი კონკრეტული შესყიდვისას მოთხოვნილი უნაკლო საქონლის მიწოდების შემდეგ, შემსყიდველისთვის შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე.

6. გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. 

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

7. პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • კომერციული შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  •  კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;

8. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 ოქტომბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო მეილი:
ProcurementTenders@tegetamotors.ge

საკონტაქტო პირი:

ლევან დონაძე
579263251
 

ტენდერის კატეგორია:

  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 ოქტომბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა