ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24160 - ტენდერი ქართული ცემენტის ფოთის ცემენტის საწარმოს მზა პროდუქციის სილოსებისთვის გარე საიზოლაციო შეფუთვის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტის ფოთის ცემენტის საწარმოს მზა პროდუქციის სილოსებისთვის გარე საიზოლაციო შეფუთვის მოწყობა.

1. მომსახურების საგანი:

ქართული ცემენტის ფოთის ცემენტის საწარმოს მზა პროდუქციის სილოსებისთვის გარე საიზოლაციო შეფუთვის მოწყობა.

რემონტისათვის ხარაჩოების მონტაჟის მოწყობა. კაპიტალური რემონტი მოიცავს როგორც მეტალის ასევე საიზოლაციო ფენის დემონტაჟს და მონტაჟს.

2. ობიექტის მოკლე დახასიათება:

  • ქართული ცემენტის ფოთის ცემენტის საწარმოს სილოსები ექსპლოატაციაში შევიდა 2011 წელს. წარმოების ტექნოლოგიური პროცესის სწორად წარმართვისათვის, მზა პროდუქცია იტვირთება სილოსებში მაქს.ტემპერატურით 90°С.
  • ტემპარატული რეჟიმის ცვალებადობისა და კონდესატის გავლენით ხდება კედლებზე კონდენსატის წარმოქმნა რაც იწვევს ცემენტის გაქვავებას და დროთა განმავლობაშ მკვდარი ნაშთის დაგროვებას.
  • კონდენსატის წარმოქმნისა და ცემენტის გაქვავების შესამცირებლად საჭიროა არსებული მოძველებული იზოლაციის სრული დემონტაჟი, შენადუღი ნაკერების და დეფორმირებული მეტალის ფურცლების აღდგენა-გასწორება და ახალი იზოლაციის მონტაჟი.
  • ამ სამუშაოების წარმართვისათვის საჭიროა:
  • სილოსების გარშემო 0 მმ ნიშნულიდან 19 700 მმ ნიშნულამდე მოეწყოს სამშენებლო- სამონტაჟო ხარაჩო;
  • ხარაჩოზე ყოველ 2 მ სიმაღლეზე მოეწყოს მომსახურების დროებითი ბაქნები, რომლებიდან შესაძლებელი იქნება ზემოხსენებული სამუშაოების შესრულება.
  • ხარაჩო და ბაქნები უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში არსებულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს (საქართველოს მთავრობის 477 დადგენილება) ასევე ქართული ცემენტის შიდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გასაწევი მომსახურება:

  • ხარაჩოებისა და ბაქნების მოწყობას;
  • სამუშაოთა ორგანიზების პროექტი;

დანართი:

  • კომპანიის საპროექტო სტანდარტი და კრიტერიუმები (DCS)
  • სილოსების ნახაზები;
  • საიზოლაციო ფენის მოწყობის ნახაზი;
  • სამუშაოთა ჩამონათვალი:
    - ხარაჩოების მოწყობა
    - არსებული იზოლაციის დემონტაჟი
    - არსებული ანკერების დემონტაჟი
    - ახალი ანკერების მონტაჟი (სქემა თანდართულია)
    - ახალი თბოიზოლაციის მონტაჟი
    - 0.48 მმ მოთუთიებული ფურცელით იზოლაციის დაფარვა.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 25.10.2024 – 12:00 საათი.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გიორგი მარჯანიძე
+995 577 130 657
giorgi.marjanidze@cement.ge

გელა ზარნაძე
+995 577 774 237
gela.zarnadze@cement.ge

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები