ჩაბარების ვადა:

24 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2418 - ტენდერი დასამონტაჟებელი სათამაშო ინვენტარის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს.

მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. 

  • მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება
  • მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი
  • მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
  • შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
  • ვადა: სათამაშო ინვენტარის მოწოდება უნდა დასრულდეს 2017 წლის 15 ივლისამდე

სამუშაოს აღწერა:
დასამონტაჟებელი სათამაშო ინვენტარის მიწოდება სკოლის კამპუსის ეზოში.

გადახდის ფორმა:

  • წინასწარი გადახდის გარეშე

ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
  • მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
  • ევროპული/საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობის გამოცდილება
  • საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვა

დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას.

ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge 

  • გეგმები
  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 24 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:

  • თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
  • ბატონი გიორგი ხუბულური
  • ლვოვის ქ. 56
  • 0160 თბილისი/საქართველო

წარწერით:კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება– გთხოვთ არ გახსნათ“

გთხოვთ, მიქციოთ ყურადღება!
სკოლა 10 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაკეტილია. თქვენი განაცხადი უნდა მოგვაწოდოთ 2017 წლის 24 აპრილს.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

  • ფირმის პრეზენტაცია
  • რეკომენდაციების სია საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
  • ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წლური ბრუნვის დეკლარაცია
  • დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება
  • ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი)
  • ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე)

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!

ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები