ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2420 - ტენდერი საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს „RMG Gold“-ის საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შერჩევის მიზნით.

სამუშაოების შესრულების ადგილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სპილენძის საბადო.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა 2017 წლის 25 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საყრდენი კედლის და აგლომერაციის კვანძის რკინა-ბეტონის საძირკვლების მოწყობის სამუშაოებზე.

დამატებითი პირობები:

  • კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით,
  • კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალაში, სადაც წარმოდგენილია საყრდენი კედლის და აგლომერაციის კვანძის საძირკვლენის პროექტები და შესასრულებელი სამუშაოების დეფექტურ აქტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა შეავსონ სატენდერო წინადადების ფორმა (იხ.თანდართული დოკუმენტი) და წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი) და ღირებულება, საავანსო ანაზღაურების რაოდენობა და მისი გადარიცხვის განრიგი.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები, ფაქტურები და საბანკო ამონაწერები;
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1, შესახვევი #3
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 25.04.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება