ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24215 - ტენდერი სამოგზაურო დაზღვევის (ტურისტული მომსახურების პაკეტისა და ავიაბილეთის დაზღვევის) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“ (შემდგომში - „გასა“) აცხადებს ტენდერს სამოგზაურო დაზღვევის (ტურისტული პაკეტებისა და ავიაბილეთების დაზღვევის) შესყიდვის შესახებ (შემდგომში - „ტენდერი“) და იწვევს დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ტენდერში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება 3 წლის ვადით.

1. შემსყიდველი კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:

კომპანია “გასა” 2010 წლიდან აკავშირებს ქართველ მოგზაურებს მათთვის სასურველ დანიშნულების ადგილებთან. დაარსების წლიდან „გასა“ წარმოადგენს ისეთი უმნიშვნელოვანესი ავიახაზების გენერალურ სავაჭრო აგენტს საქართველოში, როგორიც Pegasus-ია. 2014 წლიდან იგივე სტატუსი აქვს მოპოვებული AirArabia-ს ავიახაზებთანაც.

სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის “გასასთან” თანამშრომლობის მასშტაბსა და მნიშვნელობას ცხადყოფს ტურისტული მომსახურების სფეროში, "გასას” მზარდი სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც გამოიყურება შემდეგი სახით:

 “გასასთან” თანამშრომლობის ფარგლებში, ტურისტთა რაოდენობა  2023 წლის მდგომარეობით შეადგენდა 27 000-ს, 2024 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 35 000-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება, მოგზაურობის განმავლობაში არსებულ სადაზღვევო პერიოდს, 2023 წლისთვის ჯამური ოდენობა 38 500 დღეს უტოლდებოდა, ხოლო 2024 წლისთვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 60 000-ს მიაღწია. 

2. ტენდერის საგანი:

სამოგზაურო დაზღვევის -  ტურისტული მომსახურების პაკეტისა და ავიაბილეთის დაზღვევის შესყიდვა.

3. ტენდერში მონაწილეობის ძირითადი პირობები:

  • პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანია უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაცია.
  • პრეტენდენტმა სადაზღვევო კომპანიამ „გასასთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს „გასას”  მომხმარებლების, როგორც დაზღვეულების, სრული და ამომწურავი ინფორმირება სადაზღვევო პირობებისა და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენის წესის თაობაზე.
  • პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანია, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯითა და რესურსით, მათ შორის ადამიანური რესურსით, უზრუნველყოს იმგვარი ტექნიკური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება “გასას” პროგრამაში შეძენილი ტურისტული პაკეტისა და ავიაბილეთის ავტომატური ასახვა საკუთარ (სადაზღვევო კომპანიის) ელექტრონულ სისტემაში, რაც შედეგად ავტომატურად განაპირობებს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას “გასას” მომხმარებელთან.
  • პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი: სადაზღვევო შემთხვევები საგამონაკლისო შემთხვევათა მითითებით;  პრემიის ოდენობა და სადაზღვევო თანხის ლიმიტი. პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საბაზრო ღირებულებას.
  • ტენდერში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან ასევე გაფორმდება ხელშეკრულება ექსკლუზიური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც „გასა“ გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში - 3 წლის ვადით  ითანამშრომლებს ექსკლუზიურად, რის სანაცვლოდაც, სადაზღვევო კომპანია „გასას“ გადაუხდის ექსკლუზიური თანამშრომლობის შესაბამის ანაზღაურებას.
  • პრეტენდენტმა სადაზღვევო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
    - უახლესი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
    - საკონტაქტო პირის სახელი და გვარი.
    - ფაქტობრივი მისამართი.
    - საკონტაქტო პირის ტელეფონი
    -
    პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ლიცენზია.
  • კომერციული შეთავაზება, რომელშიც უნდა მიეთითოს:
    - “გასას” მიერ პრეტენდენტ სადაზღვევო კომპანიასთან ექსკლუზიური თანამშრომლობის სანაცვლოდ, პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანიისთვის მისაღები გადასახდელი ანაზღაურების ოდენობა.
    - გადასახდელი პრემიის ოდენობა და სადაზღვევო თანხის ლიმიტი.
    - მოგზაურობის სფეროში დაზღვევის მიმართულებით გამოცდილების მითითება. 

4. დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ.
  • შესაძლებელია „გასას“ მხრიდან პრეტენდენტ სადაზღვევო კომპანიას დაევალოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან/და უკვე წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება.
  • დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს წინადადებების გამოგზავნა შეუძლიათ ელ.ფოსტაზე: procurement@gasa.ge
  • სატენდერო განაცხადთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით არსებული კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ სატენდერო განცხადებაში არსებულ საკონტაქტო პირს მითითებულ ელ. ფოსტაზე.
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი, 2024 წელი.
  • წინამდებარე სატენდერო განაცხადი არ ავალდებულებს „გასას“ გააფორმოს ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე რომელიმე პრეტენდენტ სადაზღვევო კომპანიასთან. ამასთანავე, „გასა“ იტოვებს უფლებას ტენდერის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერ დროს/ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს/გადაავადოს ტენდერი ან შეცვალოს სატენდერო განაცხადის პირობები.

5. პრეტენდენტების შეფასების კრიტერიუმები:

პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანიები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ტექნიკური უზრუნველყოფა, რაშიც იგულისხმება იმგვარი ტექნიკური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება “გასას” პროგრამაში შეძენილი ტურისტული პაკეტისა და ავიაბილეთის ავტომატური ასახვა საკუთარ (სადაზღვევო კომპანიის) ელექტრონულ სისტემაში, რაც შედეგად ავტომატურად განაპირობებს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას “გასას” მომხმარებელთან.
  • “გასას” მიერ სადაზღვევო კომპანიასთან ექსკლუზიური თანამშრომლობის სანაცვლოდ, სადაზღვევო კომპანიის მიერ გადასახდელი ანაზღაურების ოდენობა.
  • სადაზღვევო პრემიისა და სადაზღვევო თანხის ლიმიტის ოდენობა.
  • პრეტენდენტი სადაზღვევო კომპანიის გამოცდილება ბაზარზე.
  •  “გასა” გამოავლენს გამარჯვებულს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის ერთობლიობის საფუძველზე.
  • წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული 3.1. პუნქტში მითითებული ტენდერის ძირითადი პირობები წარმოადგენს თანამშრომლობის არსებით პირობას, რომლის დაუცველობა, მათ შორის, თანამშრომლობის ფარგლებში შეუსრულებლობა განიხილება “გასასა” და გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად.

დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს წინადადებების გამოგზავნა შეუძლიათ ელ.ფოსტაზე: procurement@gasa.ge

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი, 2024 წელი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი:

სალომე დაგარგულია
ტელეფონის ნომერი: +995 557 94 09 10
ელ.ფოსტა: salome.dagargulia@gasa.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები