ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24220 - ფასთა გამოკითხვა ფოლადის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფოლადის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი:

    მრგვალი ფოლად 18მმ

    kg 

    240

    მრგვალი ფოლადი 120მმ

    kg

    532

    მრგვალი ფოლადი 150მმ

    kg

    832

    მრგვალი ფოლადი 170მმ

    kg

    1069

    ექვსწახნაგა ფოლადი 27მმ

    kg

    298

    ექვსწახნაგა ფოლადი 30მმ

    kg

    367

    ექვსწახნაგა ფოლადი 32მმ

    kg

    418

    ექვსწახნაგა ფოლადი 36მმ

    kg

    529

    ექვსწახნაგა ფოლადი 41მმ

    kg

    684

    ექვსწახნაგა ფოლადი 46მმ

    kg

    882

  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 24.10.2024, 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • გადახდის პირობები;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები