ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24222 - ტენდერი ბრენდირებული ჭიქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

.. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #- EF-GE/704
  • დანიშნულება: ბრენდირებული ჭიქების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით; 

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

  • მომწოდებელი ვალდებულია თითოეულ პოზიციაზე წარმოადგინოს სრული ნიმუში.
  • შემსყიდველი განიხილავს მოცემული ჭიქების სხვა, მსგავსს შეთავაზებებსაც.
  • სრულ შეკვეთამდე შესაძლოა შეიცვალოს ტენდერში მოცემული ბრენდირება თუმცა აღნიშნული ცვლილება იქნება მინიმალური.
  • გადაწყვეტილების მიღება მოხდება ნიმუშისა და ფასის საფუძველზე.
  • მოწოდების ვადა- ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე.
  • ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადისგათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. 

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 23.10.2024 -  09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 31.10.2024 - 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com

tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები