ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24261 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით სამ ლოტად.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

წინადადება მიიღება მხოლოდ ლოტი N1, ლოტი N2-სა და ლოტი N3-ში მითითებული ბრენდისა და კატეგორიის პროდუქციაზე, შესაბამისისი პროგრამული უზნრუველყოფის პირობით. ალტერნატიული პროდუქტის მიწოდება არ განიხილება. 

აუცილებელია, რომ მიწოდებულ პროდუქციაზე გარანტია ვრცელდება პროდუქციის მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით. იმ პირობით, თუ დამკვეთის მიერ დაცული იქნება პროდუქციის თანმდევ დოკუმენტებში მითითებული პროდუქციის ექსპლუატაციის წესები ან/და მათი მოხმარების შესახებ შემსრულებლის მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესასყიდი შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია ლოტების სახით, დანართი N1 ლოტი #1-ის, დანართი N2 ლოტი #2-ისა და დანართი N3 ლოტი #-ის სახით.
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1 ლოტი #1-ის, დანართი N2 ლოტი #2-ისა და დანართი N3 ლოტი #-ის სახით.
  • შესყიდვის ობიექტის მოცულობა შეადგენს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ საორიენტაციო რაოდენობას; 
  • საორიენტაციო რაოდენობის მიწოდება ხორციელდება ერთიანად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი N1 ლოტი #1-ის, დანართი N2 ლოტი #2-ისა და დანართი N3 ლოტი #-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ლარში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები).

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, თბილისი, დიღმის მასივი, მეექვსე კვარტალი, 22-ე ბ კორპუსი, ე.წ „წითელქუდა“
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდება გამყიდველის მიერ ხდება ერთიანად, კომპანიის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში;

5. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6. გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი დანართი N1 ლოტი #1, დანართი N2 ლოტი და დანართი N3 ლოტი #) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 3.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);

8. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზეგანთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:ProcurementTenders@tegetamotors.ge;

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ოქტომბერი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა