ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24265 - ტენდერი ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის N 65 დროებითი სამშენებლო ღობის მოწყობისა და დემონტაჟის სამუშაოებზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის დასახელება:

შპს ბიოგრაფი ლივინგის პროექტი „ჰისნი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის N 65 დროებითი სამშენებლო ღობის მოწყობისა და დემონტაჟის სამუშაოებზე.

1.  შესასყიდი საქონლის/მომსახურების აღწერა:

  • პროექტი ჰისნის  ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის N 65) დროებითი სამშენებლო ღობის მოწყობა, თანდართული პროექტისა და ნებართვის მიხედვით.  
  • ტერიტორიაზე ღობის სამშენებელო სამუშაოების დაწყებამდე შესასრულებელია არსებული ღობის დემონტაჟი და ვარგისი მასალები გამოყენებული უნდა იყოს ახალი ღობის მშენებლობის პროცესში. 
  • ტერიტორიაზე ასევე დემონტაჟი უნდა გაუკეთდეს არსებულ ლითონის კონსტრუქციას, რომლის შემოთავაზებაც უნდა წარმოადგინოს პრეცენდენტმა 
  • შემოთავაზების წარმოდგენამდე პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი და დათვალიერება

ვიზიტის დასაგეგმად წინასწარ დაუკავშირდით: 

შესყიდვები: სალომე სადუნიშვილი 
ტელეფონი: +995 599 68 67 82

2.  შემოთავაზება:

პრეტენდენტი ვალდებულია შემოთავაზება წარმოადგინოს იმავე ფორმატში, რა ფორმატის ხარჯთაღრიცხვაც არის თანდართული წინამდებარე ტენდერზე. ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ექსელის ფორმატში, ასევე პრეტენდენდის მიერ დამოწმებული.

ხარჯთაღრიცხვას თან უნდა ერთვოდეს სამუშაოების წარმოების დეტალური გეგმა/გრაფიკი და შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადა.

*განფასება უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.

**შემოთავაზება ვალიდური უნდა იყოს წარმოდგენიდან არანაკლებ 14 კალენდარული დღისა

3. სამუშაობის დაწყებისა და დასრულების ვადები:

სამუშაოების დაწყება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე

4. ანგარიშსწორების პირობები:

ავანსის მაქსიმალური  ოდენობა ჯამური ღირებულების 30%, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო საბანკო გარანტია. დარჩენილი ღირებულების ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოებისა და დადასტურებული ფორმა N2-ების მიხედვით.  

5.  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდართული ფორმით;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • გადახდის პირობა
  • კომპანიის პორტფოლიო, მათ შორის მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ.

6. დამატებითი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
  • შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 ნოემბერი 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

შესყიდვების სამსახური

სალომე სადუნიშვილი
s.sadunishvili@biograpi.ge
ტელ: 599 68 67 82

ტექნიკური სამსახური
ლევან კალმახელიძე
l.kalmakhelidze@biograpi.ge
ტელ: 577 121 033 

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ოქტომბერი 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა