4 ნოემბერი 2024, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24270 - ტენდერი № 453 ღონისძიების მოწყობასა და ორგანიზატორული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ღონისძიების მოწყობასა და ორგანიზატორული მომსახურების შესყიდვაზე.
- დანართი №1 -შემოთავაზების ფორმა
- დანართი №2 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
- დანართი №3 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე;
- დანართი №4- ანგარიშის გახსნის თაობაზე
ზოგადი ინფორმაცია:
სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 91 სერვისცენტრს.
გაცნობებთ, რომ სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს №453 - ღონისძიების მოწყობისა და ორგანიზატორული მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტი/პირობები:
ღონისძიების გამართვის თარიღი-10 ან 11 იანვარი 2025 წ
პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
- ლოკაციის შერჩევა-თბილისი და თბილისის ახლომდებარე (20კმ ფარგლებში) ტერიტორიაზე რესტორანი /დარბაზი 600-700 კაცზე
- სცენის მოწყობა საჭიროების შემთხვევაში
- განათება, გახმოვანება და ტექნიკური მხარდაჭერა
- ღონისძიების ტერიტორიის/დარბაზის მორთვა თემატური დეკორაციებით;
- ბენდი, DJ, წამყვანი, ტორტი, შოუ, ფოიერვერკი
- ბანკეტის თემის შერჩევა
- სხვადასხვა ტიპის აქტივობების ორგანიზება: გასართობი თამაშები;
- ღონისძიებაზე დაესწრება 600-700 თანამშრომელი - კრედო ბანკი უზრუნველყოფს:
- სტუმართა ტრანსპორტირებას;
- ბანკეტის უზრუნველყოფას საკვებითა და სასმელით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტებს მოეთხოვებათ დასახელებული ლოკაციების შესწავლა/დათვალიერება/გაცნობა და შესაბამისი პრეზენტაციის გაკეთება/წარმოდგენა;
- რესტორნის მენიუს პირველადი ფასების წარმოდგენა კაცზე-შერჩევის შემდგომ ტარიფებზე და მენიუს შეთანხმებას ბანკი უზრუნველყოფს
- პრეტენდენტ კომპანიას მოეთხოვება მსგავსი მასშტაბური გასართობი თუ კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
- პრეტენდენტ კომპანიას მოეთხოვება წარმოადგინოს კომპანიების/დამკვეთების სია და ორგანიზებული ღონისძიებების დასახელება (სასურველია წარმოადგინოთ ფოტოსურათებით ან/და პრეზენტაციის სახით);
- ფასების მოწოდების წესი:
- ფასების წარმოდგენა ხდება დანართი №1-ის საშუალებით;
- ბიუჯეტი უნდა იყოს ჩაშლილი ცალკეული კომპონენტების მიხედვით, უნდა იკითხებოდეს - რაოდენობა, ერთეულის ფასი, სახარჯი მასალა,
- გთხოვთ, შესაბამისად დაარედაქტიროთ დანართი - ველების დამატებით;-
- შემოთავაზებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადისა (მათ შორის დღგ), სხვადასხვა ხარჯებისა და მომსახურების საკომისიოს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს საბოლოო ხარჯთაღრიცხვის კორექტირება პრეტენდენტთან შეთანხმდებით, რაც გულისხმობს ცალკეული აქტივობის/კომპონენტის ამოღებას, შეცვლას ან/და დამატებას თემატიკიდან გამომდინარე; გთხოვთ, აღნიშნული შენიშვნა გაითვალისწინეთ დანართის შევსების დროს.
ანგარიშსწორების პირობები:
კრედო ბანკი გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას კორპორაციული ღონისძიების მოწყობის მომსახურების შესყიდვის შესახებ; ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მხოლოდ კრედო ბანკის ანგარიშზე.
სავალდებულოა ბანკში ანგარიში გახსნა და ანგარიშსწორება კრედო ბანკის ანგარიშზე
გამარჯვებულის გამოვლენა:
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- კრეატიულობა / კონცეფცია / თემატიკა
- ხარჯთაღრიცხვა
- მომსახურების ხარისხი
- გამოცდილება (სასურველია მომწოდებელს ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ საქმიანობაში)
მიმწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
მიმწოდებელმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
დეტალური აღწერა შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით:
- ღონისძიების კონცეფცია/თემატიკა
- ღონისძიების ტერიტორიის გაფორმება/მორთვა შემოთავაზებული თემატიკის შესაბამისი დეკორაციებით - პრეზენტაციის სახით წარმოდგენა;
- გასართობი ხასიათის აქტივობები, მათ შორის სასურველია გუნდური თამაშების ორგანიზება, რომელიც გათვლილი იქნება თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობისთვის - დეტალური ჩამონათვალი;
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე: კომპანიისმოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორიკომპანიების ჩამონათვალი, განხორციელებული პროექტები და ა.შ.)
რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურება, შემდეგი ინფორმაციის მითითებით (მინიმუმ 2):
- ესყიდვის საგნის დასახელება
- კომპანიის დასახელება
- რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა
- საკონტაქტო ნომერი
- გაწეული მომსახურების პერიოდი/თარიღი
- სრულყოფილად შევსებული დანართი №1 -
უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დამატებითი დანართები:
- დანართი №2 - შესაბამისობა გარემოსდააცვით და სოციალურ საკითხებთან
- დანართი №3 - აფიდავიტი
- დანართი №4- ანგარიშის გახსნის თაობაზე
მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 ნოემბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შესაძლებელია პრეტენდენტებისაგან გამოთხოვილ იქნეს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან მოხდეს წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განხილვის მიმდინარეობის დროს;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადმინისტრაციის ჯგუფის უფროსი
ლალი ლუხუმაიძე
TEL: 599211838
Mail: Llukhumaidze@credo.ge
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 92300000 გასართობი მომსახურებები