11 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24300 - ტენდერი უძრავი ქონების შეფასებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - უძრავი ქონების შეფასების თაობაზე
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
- ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- უძრავი ქონების შეფასება და შეფასების აქტის/დასკვნის მომზადება უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის შემუშავებული, უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის თანახმად (გთხოვთ იხ. თანდართული ფაილები : ეროვნული ბანკის განკარგულება ; ინსტრუქცია კომერციული ბანკებისთვის)
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
აუცილებელი პირობა :
მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ნოემბერი, 18:00 სთ
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
ტენდერის კატეგორია:
- 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე