ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24320 - ტენდერი იმპორტირებადი ნავთობპროდუქტების მიღებისა და განაწილების საამქროში ღობის აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

 

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალაცხადებს ტენდერს იმპორტირებადი ნავთობპროდუქტების მიღებისა და განაწილების საამქროში ღობის აღდგენაზე.

სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია შპს "ბათუმის ნავთობტერმინალ“- ში საქონლის, სამუშაოებისადა მომსახურების შესყიდვის ორგანიზებისა და ჩატარების წესებ"- შესაბამისად.

შესყიდვის მეთოდი: ღია ტენდერი. ` 

სატენდერო განაცხადი დალუქულ კონვერტში, ბეჭდით, უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: 

  • ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, (ტენდერში მონაწილეობისგანაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე);
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივხარჯს, რაც მიწოდებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების საბოლოო ფასს შეადგენს, მათშორის დაკავშირებული მომსახურების ღირებულებას, დღგ- მითითებით (გადამხდელისშემთხვევაში), უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; ხელმოწერილი და ბეჭედდასმული"ტექნიკური დავალება" და ტექნიკური დავალების დანართი N1-ის შევსებული ყველა სვეტით.
  • სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული სარეგისტრაციო ორგანოსმიერ განაცხადების გახსნის თარიღამდე არა უადრეს 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე);
  • მოწმობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული სარეგისტრაციოორგანოს მიერ განაცხადების გახსნის თარიღამდე არა უადრეს 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე);
  • ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ (განახლებული, გაცემული სარეგისტრაციო ორგანოსმიერ განაცხადების გახსნის თარიღამდე არა უადრეს 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე);

შესაძენი საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვამოთხოვნები მოცემულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის N1 დანართში (ტექნიკური დავალება).   

თუ პოტენციური მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, მან უნდა წარმოადგინოს იგივედოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო საქართველოს რეზიდენტებისათვის, ან ანალოგიურიინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ამ დოკუმენტების თარგმანის დამოწმებული ასლით ტენდერშიმონაწილეობის განაცხადის ენაზე. 

შესაძენი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების პირობები: შპს "ბათუმისნავთობტერმინალი", . ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის . # 4 .

შესაძენი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების საჭირო ვადები: ტექნიკური დავალებისშესაბამისად. 

კომერციული წინადადების გაანგარიშება უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივხარჯს, რომელიც შეადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების საბოლოო ფასს, მათშორის დაკავშირებული მომსახურების ღირებულებას: დღგ- მითითებით (გადამხდელი შემთხვევაში).

ვალუტა ან ვალუტები, რომლებშიც უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო ფასი: ლარი/ევრო / აშშ დოლარი. 

მოთხოვნები განაცხადის მომზადებისა და წარდგენის, ასევე შესყიდვის ხელშეკრულების შედგენის ენისმიმართ: ქართული და / ან რუსული

მომსახურების გაწევის, სამუშაოების შესრულების (საქონლის მიწოდების) ადგილი: საქართველო, .ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის . N 4 .

გამოცხადების თარიღი: 12/11/2024 . 

პოტენციურ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-სგან სატენდეროდოკუმენტაციის განმარტება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა სატენდერო განაცხადებისწარდგენის საბოლოო ვადამდე. 

შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული შეზღუდვები:

  • პოტენციურ მიმწოდებელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ტენდერში, თუ ამპოტენციური მიმწოდებლის ხელმძღვანელების ახლო ნათესავებს, მეუღლეს ან მოყვარეებს და (ან) ამპოტენციური მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებამიმწოდებლის არჩევისას, ან არის დამკვეთის წარმომადგენელი მიმდინარე შესყიდვებში.
  • პოტენციურ მიმწოდებელს და მის აფილირებულ პირს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ერთიდა იმავე ტენდერში

ტენდერში მონაწილეობისთვის პოტენციური მომწოდებლების მიერ განაცხადების წარდგენისპროცედურა:

  • ტენდერში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა პოტენციური მიმწოდებლის მიერხორციელდება განცხადებაში მითითებულ პერიოდში, დამკვეთის კანცელარიაში პოტენციურიმიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული დალუქული კონვერტით;
  • განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ იხსნებადა უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს;
  • პოტენციურ მიმწოდებელს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიხმოს თავისი სატენდერო განაცხადიწერილობითი შეტყობინების გზით სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადისგასვლამდე. 

პოტენციური მიმწოდებლის განაცხადი ექვემდებარება უარყოფას, თუ:

  • მოცემული განცხადება არ აკმაყოფილებს დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული პოტენციური მიმწოდებლის კომერციულიწინადადება აღემატება ამ საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესაძენად გათვალისწინებულსაბიუჯეტო თანხას;
  • თუ პოტენციური მიმწოდებელი არის სხვა პოტენციური მიმწოდებლის აფილირებული პირი, რომელმაცწარადგინა განაცხადი ამ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

კანცელარია იღებს განაცხადებს მისამართზე: საქართველო, . ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4 (სამუშაოდღეებში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე) და სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • ტენდერის დასახელება;
  • პოტენციური მიმწოდებლის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მამის სახელი;
  • პოტენციური მიმწოდებლის სრული სახელწოდება და საფოსტო მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მონაცემები;
  • პოტენციური მიმწოდებლის განაცხადის რეგისტრაციის თარიღი და დრო.

პოტენციური მიმწოდებლების ტენდერში მონაწილეობის განაცხადების გახსნას ახორციელებსსაქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის კომისია 2024 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: საქართველო, . ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის . N4, შპსბათუმისნავთობტერმინალი“.

ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე განაცხადების გახსნის დღიდან.

გადახდის პირობები, საავანსო გადახდების ოდენობა და წესი:

  • გადახდა ხორციელდება დამკვეთის მიერ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე ხელს მოაწერსმიღება-ჩაბარების აქტს, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების (ტექნიკური მახასიათებლებისმიხედვით) ფაქტის მიხედვით, მიმწოდებლის (შემსრულებლის) მიერ გადახდის ანგარიშის წარდგნენიდან15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ამასთან შემსრულებლის მიერ გადახდის ანგარიშის დაგვიანებით წარდგენა ათავისუფლებს დამკვეთსპასუხისმგებლობისგან დაგვიანებული გადახდისთვის. 
  • ავანსის (არაუმეტეს 30%) გადახდის შემთხვევაში - საბანკო გარანტიის უზრუნველყოფა (ავანსისდაბრუნების უზრუნველყოფა) მოქმედების ვადით შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულისაავანსო გადახდის (წინასწარი გადახდა) სრულ დაფარვამდე.

საავანსო გადახდის დაბრუნების პირობები:

  • მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტისას;
  • მიმწოდებლის უარი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე;
  • დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებისპირობების დარღვევის შემთხვევაში;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
  • საავანსო გადახდა ექვემდებარება დაბრუნებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადებსა და წესით.

განაცხადების წარდგენის ადგილი და საბოლოო ვადა: ადმინისტრაციული დეპარტამენტი (კანცელარია) შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი", . ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის . N 4 . თარიღი: 12/11/2024. დრო:12: 00 საათამდე.

დოკუმენტაციის შინაარსზე განმარტებების მოთხოვნის გზები: ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით: SaktaganovO@Batumioilterminal.com

 +995 595 54 48 00.

მიმდინარე შესყიდვებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პოტენციურ მიმწოდებლებს შეუძლიათ მიმართონ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ელფოსტისმისამართს info@Batumioilterminal.com.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები