12 ნოემბერი 2024, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT24322 - ტენდერი ქონების ყველა რისკისგან ნებაყოფლობითი დაზღვევის, ზოგადი კომერციული პასუხისმგებლობის დაზღვევისა და დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ
ტენდერის აღწერილობა:
ბათუმის ნავთობტერმინალი აცხადებს ტენდერს: ქონების ყველა რისკისგან ნებაყოფლობითი დაზღვევის, ზოგადი კომერციული პასუხისმგებლობის დაზღვევისა (ოპერატორის პასუხისმგებლობა, დაბინძურების ჩათვლით) და დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი“- ში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის ორგანიზებისა და ჩატარების წესები"-ს შესაბამისად.
შესყიდვის მეთოდი: ღია ტენდერი.
სატენდერო განაცხადი დალუქულ კონვერტში, ბეჭდით, უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, (ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარულიდღე);
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რაც მიწოდებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების საბოლოო ფასს შეადგენს, მათ შორის დაკავშირებული მომსახურების ღირებულებას, დღგ-ს მითითებით(გადამხდელის შემთხვევაში), უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; ხელმოწერილი დაბეჭედდასმული "ტექნიკური დავალება" და ტექნიკური დავალების დანართი N1-ის შევსებულიყველა სვეტით.
- სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული სარეგისტრაციო ორგანოსმიერ განაცხადების გახსნის თარიღამდე არა უადრეს 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე);
- მოწმობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული სარეგისტრაციო ორგანოს მიერ განაცხადების გახსნის თარიღამდე არა უადრეს 10 (ათი) კალენდარული დღითადრე);
- ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ (განახლებული, გაცემული სარეგისტრაციო ორგანოსმიერ განაცხადების გახსნის თარიღამდე არა უადრეს 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე)
- შესაძენი საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის N1 დანართში (ტექნიკური დავალება).
თუ პოტენციური მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, მან უნდა წარმოადგინოს იგივედოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო საქართველოს რეზიდენტებისათვის, ან ანალოგიური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ამ დოკუმენტების თარგმანის დამოწმებული ასლით ტენდერში მონაწილეობის განაცხადის ენაზე.
შესაძენი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების პირობები: შპს "ბათუმისნავთობტერმინალი", ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. # 4 გ
შესაძენი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების საჭირო ვადები: ტექნიკურიდავალების შესაბამისად.
კომერციული წინადადების გაანგარიშება უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივხარჯს, რომელიც შეადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის დაკავშირებული მომსახურების ღირებულებას: დღგ-ის მითითებით (გადამხდელისშემთხვევაში).
ვალუტა ან ვალუტები, რომლებშიც უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო ფასი: ლარი/ევრო / აშშდოლარი.
მოთხოვნები განაცხადის მომზადებისა და წარდგენის, ასევე შესყიდვის ხელშეკრულების შედგენის ენისმიმართ: ქართული და / ან რუსული.
განაცხადების წარდგენის ადგილი და საბოლოო ვადა:
ადმინისტრაციული დეპარტამენტი(კანცელარია) შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი", ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. N 4 გ.
თარიღი: 12/11/2024 წ. დრო: 12: 00 საათამდე.
დოკუმენტაციის შინაარსზე განმარტებების მოთხოვნის გზები: ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით:
SaktaganovO@Batumioilterminal.com
ტელ: +995 595 54 48 00
მომსახურების გაწევის, სამუშაოების შესრულების (საქონლის მიწოდების) ადგილი: საქართველო, ქ.ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. N 4 გ.
გამოცხადების თარიღი: 12/11/2024 წ.
პოტენციურ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-სგან სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადამდე.
შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული შეზღუდვები:
1) პოტენციურ მიმწოდებელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ტენდერში, თუ ამპოტენციური მიმწოდებლის ხელმძღვანელების ახლო ნათესავებს, მეუღლეს ან მოყვარეებს და (ან) ამ პოტენციური მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მიმწოდებლის არჩევისას, ან არის დამკვეთის წარმომადგენელი მიმდინარე შესყიდვებში.
2) პოტენციურ მიმწოდებელს და მის აფილირებულ პირს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ერთიდა იმავე ტენდერში.
ტენდერში მონაწილეობისთვის პოტენციური მომწოდებლების მიერ განაცხადების წარდგენისპროცედურა:
- ტენდერში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა პოტენციური მიმწოდებლის მიერ ხორციელდება განცხადებაში მითითებულ პერიოდში, დამკვეთის კანცელარიაში პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული დალუქული კონვერტით;
- განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ იხსნება და უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს;
- პოტენციურ მიმწოდებელს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიხმოს თავისი სატენდერო განაცხადი წერილობითი შეტყობინების გზით სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადის გასვლამდე.
პოტენციური მიმწოდებლის განაცხადი ექვემდებარება უარყოფას, თუ:
ა) მოცემული განცხადება არ აკმაყოფილებს დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
ბ) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული პოტენციური მიმწოდებლის კომერციული წინადადება აღემატება ამ საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესაძენად გათვალისწინებულ საბიუჯეტო თანხას;
გ) თუ პოტენციური მიმწოდებელი არის სხვა პოტენციური მიმწოდებლის აფილირებული პირი, რომელმაც წარადგინა განაცხადი ამ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
კანცელარია იღებს განაცხადებს მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4 (სამუშაო დღეებში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე) და სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ტენდერის დასახელება;
ბ) პოტენციური მიმწოდებლის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მამის სახელი;
გ) პოტენციური მიმწოდებლის სრული სახელწოდება და საფოსტო მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მონაცემები;
დ) პოტენციური მიმწოდებლის განაცხადის რეგისტრაციის თარიღი და დრო.
პოტენციური მიმწოდებლების ტენდერში მონაწილეობის განაცხადების გახსნას ახორციელებსსაქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის კომისია 2024 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. N4გ, შპს „ბათუმისნავთობტერმინალი“.
ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე განაცხადების გახსნის დღიდან.
გადახდის პირობები, საავანსო გადახდების ოდენობა და წესი:
- გადახდა ხორციელდება დამკვეთის მიერ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე ხელს მოაწერსმიღება-ჩაბარების აქტს, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების (ტექნიკური მახასიათებლებისმიხედვით) ფაქტის მიხედვით, მიმწოდებლის (შემსრულებლის) მიერ გადახდის ანგარიშის წარდგნენიდან15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ამასთან შემსრულებლის მიერ გადახდის ანგარიშის დაგვიანებით წარდგენა ათავისუფლებს დამკვეთსპასუხისმგებლობისგან დაგვიანებული გადახდისთვის.
- ავანსის (არაუმეტეს 30%) გადახდის შემთხვევაში - საბანკო გარანტიის უზრუნველყოფა (ავანსისდაბრუნების უზრუნველყოფა) მოქმედების ვადით შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულისაავანსო გადახდის (წინასწარი გადახდა) სრულ დაფარვამდე.
საავანსო გადახდის დაბრუნების პირობები:
- მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტისას;
- მიმწოდებლის უარი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე;
- დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
- საავანსო გადახდა ექვემდებარება დაბრუნებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადებსა და წესით.
მიმდინარე შესყიდვებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პოტენციურ მიმწოდებლებს შეუძლიათ მიმართონ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ელფოსტისმისამართს info@Batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები