ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24324 - ტენდერი ჟინვალჰესისთვის აგრეგატების ნაწილების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემსყიდველი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჟინვალჰესისთვის აგრეგატების ნაწილების შესყიდვაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს, შემდგომში მოხსენიებული როგორც „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

შესყიდვის ობიეექტის აღწერა, ტექნიკური მახასიათებლები და დეტალური მოთხოვნა, იხილეთ  მიბმულ დანართებში

  • ნახაზი N1 - 5ТХ 851 535 Болт изолированный (сч)
  • ნახაზი N2 - 5ТХ 853 146 Штифт
  • ნახაზი N3 - 6ТХ 392 036 Маслоохлодитель (сч)
  • ნახაზი N4 - 6ТХ 392 039 Маслоохладитель
  • Annex 1 - ფასების ცხრილი

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მითითებული დანართების საფუძველზე და წარმოადგინოს განფასება Annex 1 - ფასების ცხრილის მიხედვით, ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს.

1.4 საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა

საქონლის მოწოდების ადგილი - თბილისი, წყალსადენის N7, GWP-ის ცენტრალური საწყობი

საქონლის მოწოდების და ვადა:

გთხოვთ მიუთითეთ მოწოდების ვადები შემოთავაზებაში. (მოწოდების ოპტიმალური ვადები პრეტენდენტს ჩაეთვლება უპირატესობად)

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და/ან ზედნადების ატვირთვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

ხელშეკრულების დოლარში გაფორმების შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, საქონლის მოწოდებიდან და/ან ზედნადების დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ჯამური ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) შემოთავაზება ტექნიკური დავალებების საფუძველზე
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული წინამდებარე „სატენდერო დოკუმენტაცია“, რითიც დაადასტურებთ, რომ ეთანხმებით სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ყველა მოთხოვნას.

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8. ხელშეკრულების გაფორმება

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან
  • შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • „შემსყიდველი“ გამარჯვებულ მომწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კითხვები დასვათ tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის მოდულში ან კითხვები გამოგზავნოთ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge)

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველის“ მხრიდან

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 ნოემბერი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N/A (ლარი/დოლარი)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: დავით ყანჩელი 
მის.: . თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: dkancheli@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1451); მობ: +995 555 24 20 90

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: . თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge  
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1303); Mob: +995 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 ნოემბერი 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა